ზლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ზლიტენი
არაბ. زليتن‎
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი ტრიპოლიტანია
რაიონი მისრათა
კოორდინატები 32°28′00″ ჩ. გ. 14°34′00″ ა. გ. / 32.46667° ჩ. გ. 14.56667° ა. გ. / 32.46667; 14.56667
მოსახლეობა 231,000 კაცი
სასაათო სარტყელი UTC+2
ოფიციალური საიტი http://zliten.gov.ly
ზლიტენი — ლიბია
ზლიტენი

ზლიტენი (არაბ. زليتن‎) — ქალაქი ლიბიაში, მისრათის რაიონში. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, სიდრის ყურის დასავლეთით. წარსულში იყო ყოფილი ზლიტენის რაიონის დედაქალაქი.

ქალაქი გაშენებულია ტრიპოლიდან 160 კმ-ით და უძველეს რომაულ ქალაქ ლეპტის-მაგნიდან 35 კმ-ით აღმოსავლეთით.

ზლიტენში ფუქნციონირებს ლიბიის ყველაზე სახელგანთქმული ისლამური უნივერსიტეტი ალ-ჯამია-ალ-ასმარია (არაბ. جامع الاسمربة).

ქალაქში მრავლადაა ძველრომაული ძეგლები, არაბული კალიგრაფიის შემცველი ქვები. განთქმულია სანაპიროს გასწვრივ ჩამწკრივებული ზეთისხილით, პალმის ხეებითა და ციტრუსებით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]