ზირიჰგარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზირიჰგარანი –– მთიანი დაღესტანის ტერიტორიაზე VI-XV საუკუნეებში წარმოქმნილი სახელმწიფო ერთეული.

ტერმინი ირანულიდან მომდინარეობს და ნიშნავს: „აბჯრის მკეთებლებს“. მათი განსახლების ადგილი იყო აული კუბაჩი და მიმდებარე ტერიტორია. „კუბაჩი“ თურქულ ენაზეც „აბჯრის მკეთებლებს“ ნიშნავს. ზირიჰგარანელები თავის თავს მოიხსენიებდნენ ტერმინით „უგბუგ“ – ადამიანის დამღუპველები. მეზობელი ხალხები ხშირად მათ მოიხსენიებდნენ ფრანგებად, რაც გვაფიქრებინებს მათ აქტიურ საერთაშორის კონტაქტებზე. მათ შესახებ ისტორიული წყაროებიდან აღსანიშნავია ალ–ღარნატის ცნობები XII საუკუნეში, სადაც საუბარია, რომ ზირიჰგარანში ამზადებენ სხვადასხვა ნივთებს.

ზირიჰგარანი XIII საუკუნეში იხსენიება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რაც გაგრძელდა XIV საუკუნემდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიკო ხუციშვილი, „დაღესტანი“, 2002 წ.