ზინდისის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზინდისის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი ავლაბარი
წინა სახელები ფერმის ქუჩა, ფერმა-ავლაბრის მე-14 ქუჩა, ფერმა-ავლაბრის I ქუჩა

ზინდისის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს ისნის რაიონში (ავლაბარი), აწყურისა და ავლიპი ზურაბაშვილის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. მისი ადრინდელი სახელია ფერმის ქუჩა. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ფერმა-ავლაბრის მე-14 ქუჩა. 40-იან წლებში ფერმა-ავლაბრის I ქუჩა ეწოდა, ხოლო ამავე საუკუნის 60-იან წლებში დღევანდელი სახელი. ზინდისი ყოფილი სოფელი და ამჟამად დაბა სურამის ერთ-ერთი უბანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]