ზინაიდა სერებრიაკოვა
| ზინაიდა სერებრიაკოვა | |
|---|---|
|
| |
| დაიბადა | 28 ნოემბერი (10 დეკემბერი), 1884 |
| დაბადების ადგილი | ნესკუჩნე[1] |
| გარდაიცვალა | 19 სექტემბერი, 1967[1] [2] [3] [4] [5] (82 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | პარიზი[1] |
| ჟანრი | პორტრეტი |
ზინაიდა ევგენიევნა სერებრიაკოვა (რუს. Зинаи́да Евге́ньевна Серебряко́ва, დ. 28 ნოემბერი (10 დეკემბერი), 1884, ნესკუჩნოე, ბელგოროდის ოლქი, კურსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 19 სექტემბერი, 1967, პარიზი, საფრანგეთი) — რუსი და ფრანგი მხატვარი, ასოციაცია „ხელოვნების სამყაროს“ წევრი, ერთ-ერთი პირველი რუსი ქალი, რომელიც შევიდა ფერწერის ისტორიაში. ოსიპ ბრაზის მოსწავლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზინაიდა სერებრიაკოვა დაიბადა 1884 წლის 10 დეკემბერს. თავის ავტობიოგრაფიაში, რომელიც დაწერილია ტრეტიაკოვის გალერეას უფროსი მკვლევარის, ოლიმპიადა ჟივოვას წერილის პასუხად, მან მისი დაბადების თარიღად მიუთითა 12 დეკემბერი, რომელიც არ შეესაბამება დოკუმენტურ ფაქტებს და სხვა ავტობიოგრაფიებს. მან ბავშვობა გაატარა ნესკუჩნოეს სამკვიდროში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მხატვრულ ბენუა-ლანსრეს ოჯახში. მისი ბაბუა ნიკოლაი ბენუა არქიტექტორი იყო, მამა ევგენი ლანსერეი — ცხოველების მოქანდაკე, დედა კი ეკატერინა ნიკოლაევნა (1850-1933, არქიტექტორ ნიკოლაი ბენუას ქალიშვილი, არქიტექტორ ლეონტი ბენუას და მხატვრის ალექსანდრე ბენუას და) ახალგაზრდობაში — მხატვარი-გრაფიკოსი. ნადეჟდა ლეონტიევნა ბენუა, ზინაიდას ბიძაშვილი, ბრიტანელი მსახიობისა და მწერლის პიტერ უსტინოვის დედა იყო.
ახალგაზრდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1886 წელს, ზინაიდას მამის, ევგენი ლანსერის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო პეტერბურგში. 1900 წელს სერებრიაკოვამ დაამთავრა ქალთა გიმნაზია პეტერბურგში და სამხატვრო სკოლაში შევიდა, რომელიც დაარსებული იყო პრინცესა მარია ტენიშევას მიერ. 1903-1905 წლებში იგი პორტრეტისტ ოსიპ ბრაზის სტუდენტი იყო. 1902-1903 წლებში იმოგზაურა იტალიაში. 1905-1906 წლებში სწავლობდა პარიზში, გრანდ შომიერის აკადემიაში.
1905 წელს იგი დაქორწინდა სტუდენტ და ამავე დროს მის ბიძაშვილ ბორის სერებრიაკოვზე. ეკლესია არ უწყობდა ხელს ახლო ნათესავებს შორის ქორწინებას და გარდა ამისა, ზინაიდა რომის კათოლიკე იყო, ბორისი კი მართლმადიდებელი. ხანგრძლივი განსაცდელის, ბელგოროდსა და ხარკოვში მაღალი რანგის სასულიერო პირებთან მოლაპარაკების შედეგად, დაბრკოლებები მოიხსნა და 1905 წლის 9 სექტემბერს ზინა და ბორისი დაქორწინდნენ ნესკუჩნის საოჯახო ეკლესიაში.
რევოლუციამდელი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზინაიდა, როგორ მხატვარი, პეტერბურგში განვითარდა. მკვლევარებმა ხაზი გაუსვეს „პუშკინისა და ბლოკის მუზების“ გავლენას სერებრიაკოვაზე.[6] შეგირდობის შემდეგ ცდილობდა გამოეხატა თავისი სიყვარული სამყაროს სილამაზის მიმართ. მისი ადრეული ნამუშევრები, „გლეხის გოგონა“ (1906, რუსული მუზეუმი) და „აყვავებული ბაღი“ (1908, პირადი კოლექცია), მოგვითხრობს რუსეთის მიწის სილამაზის ძიებასა და მძაფრ გრძნობაზე.
სერებრიაკოვამ ფართო პოპულარობა მოიპოვა თავისი ავტოპორტრეტით („გასახდელში“, 1909, ტრეტიაკოვის გალერეა), რომელიც ნაჩვენები იყო გამოფენაზე „ხელოვნების სამყარო“ 1910 წელს. ავტოპორტრეტს მოჰყვა „მობანავე“ (1911, რუსეთის მუზეუმი), ე. ლანსერეს პორტრეტი (1911, კერძო კოლექცია) და მხატვრის დედის პორტრეტი „ეკატერინა ლანსერე“ (1912, რუსეთის მუზეუმი) — ნათელი ნამუშევრები მყარი კომპოზიციით. 1911 წელს იგი შეუერთდა საზოგადოება „ხელოვნების სამყაროს“, მაგრამ ჯგუფის სხვა წევრებისგან განსხვავდებოდა მარტივი სიუჟეტების სიყვარულით, ჰარმონიით, პლასტიურობით და მის ნახატებში განზოგადებით.
1914-1917 წლებში სერებრიაკოვას შემოქმედებამ აყვავების პერიოდი განიცადა. ამ წლების განმავლობაში მან დახატა სურათების სერია ხალხის ცხოვრების, გლეხის შრომის და რუსული სოფლის თემებზე: „გლეხები“ (1914-1915, რუსეთის მუზეუმი), „მოსავალი“ (1915, ოდესის ხელოვნების მუზეუმი)[7] და სხვა. ამ ნამუშევრებიდან ყველაზე ცნობილი იყო „ტილოს გათეთრება“ (1917, ტრეტიაკოვის გალერეა) .
სერებრიაკოვას მრავალი ნახატი შეიქმნა მის სახელოსნოში ნესკუჩნოიეს საოჯახო მამულში. მას ხშირად სტუმრობდნენ კონსტანტინე სომოვი, სერგეი რახმანინოვი, სერგეი პროკოფიევი, ანა ახმატოვა და ალექსანდრე ბენუა.
1914 წელს ალექსანდრე ბენუამ მიიღო შეკვეთა მოსკოვში, ყაზანის რკინიგზის სადგურზე მდებარე რესტორნის დარბაზის მოხატვის შესახებ.[8] მუშაობაში მონაწილეობდნენ ევგენი ლანსერე, ბორის კუსტოდიევი, მესტილავ დობუჟინსკი და ზინაიდა სერებრიაკოვა. რესტორნის მოხატულობა მთელ სადგურის ლაიტმოტივი გახდა — ალეგორია თემაზე „რუსეთი აკავშირებს ევროპასა და აზიას“. სერებრიაკოვამ შექმნა ესკიზები პანელების სერიისთვის სახელწოდებით „აღმოსავლეთის ხალხი“: ინდოეთი, იაპონია, თურქეთი და სიამი, რომლებიც წარმოდგენილი იყო შიშველი ოდალისკების სახით.[9] ამავდროულად, იგი მუშაობდა დაუმთავრებელ ნახატზე სლავური მითოლოგიის თემაზე.

რევოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოქტომბრის რევოლუციას ზინაიდა მშობლიურ მამულში, ნესკუჩნიში შეხვდა. 1917 წლის დეკემბერში, მიწის მესაკუთრეთა ოჯახების ძარცვის დაწყებასთან დაკავშირებით, სერებრიაკოვას ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ზმიივში.[10] 1918 წლის დასაწყისში იგი, ხარკოვში, სადაც 1919 წლის 21 მარტს, კონტორსკაიას ქუჩაზე, 25 ნომერში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, ზინაიდას ქმარი, ბორისი, გარდაიცვალა ტიფით.[11][12] სერებრიაკოვა დარჩა ოთხი შვილით და ავადმყოფი დედის ამარა, ყოველგვარი დახმარების გარეშე. 1919 წლის ნოემბერში სერებრიაკოვების საოჯახო ქონება გაძარცვეს და გადაწვეს.[13][10] ზეთის საღებავების უქონლობის გამო ზინაიდას ნახშირსა და ფანქარზე გადასვლა მოუწია. ამ პერიოდში შეიქმნა სერებრიაკოვას შვილების ზოგიერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფური პორტრეტები: „ხარკოვის ტერასაზე“ და „ბარათების სახლი“.[10]

ზინაიდა სერებრიაკოვამ პირველ პოსტრევოლუციურ წლებში უარი თქვა პოპულარულ ფუტურისტულ სტილზე გადასვლასა ან კომისრების პორტრეტების დახატვაზე. მან სამუშაო იპოვა ხარკოვის არქეოლოგიურ მუზეუმში, სადაც ქმნიდა ექსპონატების ჩანახატებს ფანქრით.[10] 1920 წლის დეკემბერში სერებრიაკოვები გადავიდნენ პეტროგრადში. გადასვლიდან პირველი თვეები ოჯახი ლახტინსკაიას ქუჩაზე ცხოვრობდა, პეტროგრადის მხარეს, მისი ხარკოველი მეგობრების, ბასკოვების ბინაში, შემდეგ კი მის — „რევოლუციამდელ“ ბინაში ვასილიევსკის კუნძულის 1-ლ ხაზზე. 1921 წლის გაზაფხულზე კი დედასთან და შვილებთან ერთად გადავიდა გლინკას ქუჩაზე №15 „საოჯახო სახლში“.[10] მომდევნო წლებში იგი ბევრს ხატავდა თეატრალური ცხოვრების თემებზე. 1924 წელს მისი 14 ნამუშევარი წარმატებით გამოიფინა ნიუ-იორკში. ნახატმა „მძინარე გოგონა წითელ საბანზე“ (1923), საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

პარიზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1924 წლის შემოდგომაზე იგი პარიზში გაემგზავრა, მიიღო რა დიდი დეკორატიული პანელის მოხატვის შეკვეთა. პარიზიდან იგი ვეღარ დაბრუნდა და სამშობლოსა და შვილებისგან განცალკევებული აღმოჩნდა (ორი შვილი, ალექსანდრე და ეკატერინა, წარმატებით გადაიყვანეს საზღვარგარეთ). იმ დროს ნანსენის პასპორტით ცხოვრობდა და მხოლოდ 1947 წელს მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა.
1928-1929 და 1932 წლებში [21]ზინაიდა გაემგზავრა მაროკოში. იქ მან დახატა ატლასის მთები, არაბები და აფრიკელები ნათელ ტურბანებში. მან ასევე შექმნა ნახატების სერია, რომელიც ბრეტანიის მეთევზეებს ეძღვნებოდა.
ეგრეთ წოდებულ „ხრუშჩოვის დათბობის“ პერიოდში საბჭოთა ხელისუფლებამ სერებრიაკოვასთან კომუნიკაცია დაამყარა. 1960 წელს, 36 წლიანი განშორების შემდეგ, მას მისი ქალიშვილი ტატიანა (ტატა) ეწვია, რომელიც თეატრის მხატვარი იყო მოსკოვის სამხატვრო თეატრში. 1966 წელს მოსკოვში, ლენინგრადსა და კიევში მოეწყო სერებრიაკოვას ნამუშევრების დიდი გამოფენები. იგი პოპულარული გახდა სსრკ-ში, მისი ალბომები დაიბეჭდა მილიონობით ეგზემპლარად და მისი ნახატები შეადარეს ბოტიჩელის და რენუარს.
ზინაიდა სერებრიაკოვა 1967 წლის 19 სექტემბერს გარდაიცვალა პარიზში, 82 წლის ასაკში, ტვინში სისხლის გაჟონვის შედეგად. დაკრძალულია სენტ-ჟენევიევ-დეს-ბუას სასაფლაოზე.[10]
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სსრკ-სა და რუსეთში გამოუშვეს სერებრიაკოვასადმი მიძღვნილი საფოსტო მარკები.
- მხატვრის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად ტრეტიაკოვის გალერეამ მოამზადა სერებრიაკოვას ნამუშევრების გამოფენა მისი შემოქმედებითი საზღვარგარეთ მოღვაწეობის პერიოდიდან .
სსრკ და რუსეთის საფოსტო მარკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ო. ლენსერეს პორტრეტი, 1910 წელი (გამოქვეყნებულია 1988 წელს)
- გამწვანება შემოდგომაზე, 1908. სახელმწიფო ტრეტიაკოვის გალერეა (2009 წლის გამოცემა)
- ავტოპორტრეტი, 1909. სახელმწიფო ტრეტიაკოვის გალერეა (2009 წლის გამოცემა)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Зинаида Серебрякова. Письма. Современники о художнице, М., 1987.
- Берлин В. Д., {{{სათაური}}}, Х.: СИМ, 2018. — გვ. 120.
- Ефремова Е. В., {{{სათაური}}}, М.: Издательство АРТ-РОДНИК, 2006. — გვ. 96 (Малая серия искусств), ISBN 5-9561-0176-8.
- Князева В. П., , М., 1979.
- Русакова А. А., Зинаида Серебрякова, Молодая гвардия, 2008. — გვ. 227 (Жизнь замечательных людей), ISBN 978-5-235-03436-5.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Выставка «Перекрёстки: Украинский модернизм», Чикаго (2006), Нью-Йорк (2006—2007), Америка, Киев (2007)
- Горбачёв, Дмитрий, Украинский авангард 1910—1930 годов, К.: Мыстецтво, ISBN 5-7715-0253-7.
- Давтян, Лариса. «Радостное волненье» искусства Зинаиды Серебряковой // Иные берега. — 2014. — № 2 (34). — С. 34—45.
- Зинаида Серебрякова — биография
- Зинаида Серебрякова — галерея
- Зинаида Серебрякова. «Обнажённые»
- Зинаида Серебрякова — каталог «Обнажённые», Издательство Русского музея
- Наследница знаменитой фамилии
- Zinaida Yevgenyevna Serebryakova (1884—1967) დაარქივებული 2005-04-20 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Борис Рыбаков О Серебряковых
- Дмитрий Шеваров Девушка со свечой
- Фонд Зинаиды Серебряковой
- Интервью художницы Екатерины Серебряковой накануне её 100-летнего юбилея, 2013. ВИДЕО
- Ксения Воротынцева. От Нескучного до Марокко. Культура, 06.04.2017
- Евгения Логвинова. Такая вот вечная женственность. Культура, 04.10.2019
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Серебрякова Зинаида Евгеньевна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Zinaida Evgenevna Serebryakova
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Kiselyov M. F. Serebryakova [Lansere], Zinaida // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T077712
- ↑ Савицкая Т. А. З. Серебрякова. Избранные произведения. — М.: Советский художник, 1989. — С. 2—3.
- ↑ Одесский художественный музей. Живопись XVI — начала XX веков. Каталог, Одесса, 1997. — გვ. 177.
- ↑ Проект вокзала 1914 года. Приглашение новых художников, Казанский вокзал А.В. Щусева. Невоплощённый замысел "Мира искусства" Третьяковская галерея: журнал — Спецвыпуск. Приложение, № 2 (55), დაარქივებულია ორიგინალიდან (27 მაისი, 2021)
- ↑ {{{სათაური}}}, Третьяковская галерея: журнал — Спецвыпуск. Приложение, 2017, № 2 (55), დაარქივებულია ორიგინალიდან (9 მაისი, 2021)
- 1 2 3 4 5 6 Русакова 2008.
- ↑ Буряковская, Татьяна. (2017-09-27) Харьковские «тайны» Зинаиды Серебряковой. Время. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-06. ციტირების თარიღი: 2019-08-06.
- ↑ Малкин, Сергей. Борис Анатольевич Серебряков. Российский Родословный Фонд. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-07-22. ციტირების თარიღი: 2024-07-22
- ↑ Ефремова 2006.