ზინაიდა კვაჭაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზინაიდა კვაჭაძე (დ. 1921, ბათუმი — გ. მარტი, 2005) — საბჭოთა პარტიული და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ უმარლესი საბჭოს IV–XI მოწვევების დეპუტატი.

1943 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ის საქართველოს პარტიულ, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა. სხვადასხვა წლებში იყო: კომკავშირის რაიკომის I მდივანი, საქალაქო კომიტეტის მდივანი (1955–1956), ცენტრალური კომიტეტის მდივანი (1956–1957), საქართველოს სსრ ვაჭრობის მინისტრი (1957–1962), საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი, ქალთა რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე (1989–2005). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1995), საპატიო ნიშნის ორდენით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]