ზინაიდა იუსუფოვას აგარაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზინაიდა იუსუფოვას აგარაკი
Дача Зинаиды Юсуповой
კოორდინატები 59°42′33″N 30°24′53″E / 59.709197° ჩ. გ. 30.414742° ა. გ. / 59.709197; 30.414742
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი იპოლიტ მონიგეტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810460011

ზინაიდა იუსუფოვას აგარაკი (რუს. Дача Зинаиды Юсуповой) — ქალაქგარე აგარაკი ცარსკოე-სელოში (ამჟამად ქალაქი პუშკინი). აგებულია ზინაიდა იუსუფოვას დაკვეთით 1856-1859 წლებში კარის არქიტექტორის იპოლიტ მონიგეტის მიერ. ნაგებობა ჩაფიქრებული იყო როგორც პავილიონი-ერმიტაჟი, სადაც შესაძლებელი იყო დასვენება საზოგადოებრივი ამაოებისაგან.

აგარაკის საზეიმო ინტერიერი მდიდრულადაა გადაწყვეტილი ლუი XV-ის სტილში და დახატულია ვასილი სადოვნიკოვის მიერ (1872 წელს; ამჟამად მდებარეობს სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის კოლექციაში)[1].

1909-1911 წლებში აგარაკი გაარემონტეს არქიტექტორ ანდრეი ვაიტენსის პროექტის მიხედვით. მოხდა შენობის მოდერნიზაცია, გაიყვანეს ელექტროობა. ამავე 1911 წელს ვაიტენსი იუსუფოვას თხოვნით დაკავდა ეკლესიის მშენებლობით სანქტ-პეტერბურგის გუბერნიის შლისებურგის მაზრის „იუსუფოვას დასახლებაში“, ჩრდილოეთის რკინიგზის სადგურ მგასთან.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მოხდა ქონების იძულებითი გასხვისება. მისი კოლექცია გადავიდა ცარსკოე-სელოს მუზეუმ-ნაკრძალის კოლექციაში, თავად შენობაში კი განთავსდალუნაცარსკის სახელობის ბავშვთა კოლონია.

1921 წელს იუსუფოვას ყოფილი ცარსკოე-სელოს აგარაკში განათავსეს საბალეტო სკოლა. ქალაქგარე აგარაკს 1933 წლამდე გამოიყენებდნენ მოსწავლეთა საზაფხულო დასასვენებელ სახლად. 1933 წელს კი გადაეცა ნ. ვავილოვის სახელობის რუსეთის მემცენარეობის ინსტიტუტს მასში ლაბორატორიისა და თანამშრომლების საცხოვრებლების მოსწაყობად.

დიდი სამამულო ომის დროს შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ მასში განათავსეს საბავშვო სანატორიუმი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Интерьер в русской графике XIX – начала XX века დაარქივებული 2017-11-11 საიტზე Wayback Machine. //Государственный исторический музей