ზინაიდა გრეჩანი
| ზინაიდა გრეჩანი | |
| მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 8 ივნისი, 2019 |
| პრეზიდენტი | იგორ დოდონი |
| წინამორბედი | ადრიან კანდუ |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 31 მარტი, 2008 – 14 სექტემბერი, 2009 | |
| პრეზიდენტი | ვლადიმირ ვორონინი მიხაი გიმპუ |
| წინამორბედი | ვასილი ტარლევი |
| მემკვიდრე | ვიტალი პირლოგი |
| დაბადებული | 7 თებერვალი, 1956 მეტალისტი, ტომსკის ოლქი, რსფსრ, სსრკ |
| პოლიტიკური პარტია | მოლდოვის რესპუბლიკის სოციალისტების პარტია |
| განათლება | კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| პროფესია | ეკონომისტი |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ზინაიდა გრეჩანი (რუმ. Zinaida Greceanîi; დ. 7 თებერვალი, 1956[1]) — მოლდოველი პოლიტიკოსი, მოლდოვის რესპუბლიკის კომუნისტების პარტიის წევრი.[2] პრემიერ-მინისტრი 2008-2009 წლებში.[1][3] 2019 წლიდან მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზინაიდა გრეჩანი დაიბადა 1956 წლის 7 თებერვალს ტომსკის ოლქში. მისი მშობლები ცხოვრობდნენ ბრიჩანის რაიონში, მაგრამ კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ და გადაასახლეს ტომსკის ოლქის ბანაკში. დაამთავრა კიშინიოვის საფინანსო-ეკონომიური კოლეჯი და კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 1974 წლიდან 1991 წლამდე მუშაობდა მთავარ ბუღალტრად, უფროს ინსპექტორ-რევიზორად ბრიჩანის რაიონის ფინანსურ განყოფილებაში. მსგავს თანამდებობებზე მუშაობდა 2000 წლამდე. 2000-2002 წწ. ზინაიდა გრეჩანი გახდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ხოლო 2002 წლის 26 თებერვლიდან ფინანსთა მინისტრია. 2005 წლის 10 ოქტომბრიდან კი პირველი ვიცე-პრემიერია. 2008 წლის 21 მარტს მოლდოვის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. 2009 წლის 13 მაისს მოლდოვის კომუნისტურმა პარტიამ ზინაიდა გრეჩანი დაასახელა პრეზიდენტის თანამდებობაზე მთავარ კანდიდატად.
გათხოვილია. ჰყავს ორი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Page on Greceanii at government website დაარქივებული 2008-04-07 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ "Moldova's Leader Nominates First Female Prime Minister" დაარქივებული 2009-04-15 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, Associated Press (The Moscow Times), 24 March 2008.
- ↑ "Moldova's Parliament approves new government", Associated Press (International Herald Tribune), 31 March 2008.