ზიმოვნიკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზიმოვნიკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
დაარსდა 2003
მდებარეობა სოფელი ზიმოვნიკი, როსტოვის ოლქი
დირექტორი მარინა მოისეენკო
Images.png გარე სურათები
Image-silk.png მუზეუმის მხარეთმცოდნეობის კუთხე


ზიმოვნიკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რუს. Зимовниковский краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ზიმოვნიკის რაიონის სოფელ ზიმოვნიკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 2003 წელს.

მუზეუმის მისამართი: 347460, როსტოვის ოლქი, ზიმოვნიკის რაიონი, სოფელი ზიმოვნიკი, ტრეტიაკოვის ქუჩა № 105-ბ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიმოვნიკის რაიონის კულტურისა და ხელოვნების განყოფილების ინიციატივითა და რაიონის ადმინისტრაციის მხარდაჭერით 2000 წელს ზიმოვნიკის რაიონის სოფელ ზიმოვნიკში დაარსდა ზიმოვნიკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუზეუმს გადასცეს სოფლის ცენტრში 1943 წელს აშენებული შენობა. ადრე ამ შენობაში განთავსებული იყო საბავშვო ბიბლიოთეკა და კლუბი. მუზეუმის პირველი ექსპოზიცია შეიქმნა ბუნებისა და ისტორიის ექსპონატებით.

მუზეუმის პირველი დირექტორი იყო ი. შკურდალოვა. მუზეუმის დაარსებაში დიდი წვლილი შეიტანა ი. სოროკინმა. სხვადასხვა დროს მუზეუმის დირექტორები იყვნენ: ი. ელისეენკო, ე. კოჟემიაჩენკო, მ. მოისეენკო. ამჟამად მუზეუმს ხელმძღვანელობს ი. კაზანცევა.

თავდაპირველად სამუზეუმო ფონდში შევიდა რაიონის სასკოლო მუზეუმების ექსპონატები და სამხედრო ოთახის კოლექცია. მუზეუმის ფონდების შევსებაში თავისი წვლილი შეჰქონდათ სოფლის მოსახლეობას, რომლებიც მუზეუმს ჩუქნიდნენ ისტორიულ ნივთებს. მუზეუმის პირველი ექსპოზიცია იყო ზიმოვნიკის რაიონის სამხედრო ისტორიის შესახებ. ზიმოვნიკის რაიონის ადმინისტრაციის ეკოლოგიის სამმართველოს ფონდის დახმარებით მუზეუმში შეიქმნა ექსპოზიცია „მდინარე სალის აუზის ფლორა და ფაუნა“. ექსპოზიციაში წარმოდენილი იყო მცენარეების ჰერბარიუმი, ცხოველების, ამფიბიების, რეპტილიების, თბილსისხლიანი ცხოველების ფიტულები და მწერების კოლექცია. მხარის ძველი ისტორიის ექსპოზიციაში წარმოდგენილია არქეოლოგიური გათხრების მასალები.

2012 წელს მუზეუმი გადავიდა ეროვნული კულტურის ცენტრის შენობაში. სადაც განთავსდა მეორე სართულზე.

წლების მუშაობის შედეგად მუზეუმში შეაგროვეს 5 700 ექსპონატი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა არქეოლოგიური, პალეონტოლოგიური, ნუმიზმატიკური კოლექციები, ხელოვნების ნამუშევრები.

მუზეუმის მნიშვნელოვანი ექპონატია მეცხვარეობის კოლექცია. „საბჭოთა მერინოსი“. მუზეუმის ყველაზე მსუბუქი ექსპონატია ოქროს ურდოს ხანის ჯანიბეკის მონეტა (XIV საუკუნე), რომლის წონაც სულ გრამია. მუზეუმში არის საგამოფენო დარბაზი, სადაც მიდინარეობს მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატების გამოფენა. სწორედ აქ გაიმართა მოქნდაკე ე. დერდიაშჩენკოს, მხატვრების ი. პადალკას, ა. ლოპანსკის, ვ. მოროზოვის პერსონალური გამოფენები.

მუზეუმი თანამშრომლობს როსტოვის ოლქის სხვა მუზეუმებთან. ზიმოვნიკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექცია გამოფენილი იყო ქალაქ ზერნოგრადისა და სტანიცა ჟუკოვსკაიის მუზეუმებში. თავის მხრივ მუზეუმში გამოფენილი იყო დონის როსტოვის, ვოლგოგრადის, ვოლგოდონის, ციმლიანსკისა და სემიკარაკორსკის მუზეუმების ექსპონატები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]