ზილჩის სერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ზილჩის სერი
კოორდინატები: 41°16′40″ ჩ. გ. 46°37′59″ ა. გ. / 41.27778° ჩ. გ. 46.63306° ა. გ. / 41.27778; 46.63306
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ზილჩა
სიმაღლე 846 
ზილჩის სერი — საქართველო
ზილჩის სერი
ზილჩის სერი — კახეთის მხარე
ზილჩის სერი

ზილჩის სერისერი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ივრის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე, მდინარე ალაზნის ხეობას გამოყოფს შირაქის ვაკისაგან. უმაღლესი ადგილია მთა ზილჩა (846 მ). აგებულია მესამეულის კონგლომერატებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. სერის აღმოსავლეთი კალთა დაღარულია მშრალი ხევებით და ციცაბოდ ეშვება ალაზნისკენ, სამხრეთი კი თანდათან გადადის ჯეირანთველის ტაფობში. რელიეფისათვის დამახასიათებელია ბედლენდები და ეოლური ფორმები. სერზე აქა-იქ ნათელი ტყეებია, უმეტესად ღვიანები.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 76, თბ., 2009.
  2. დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 370.