ზიია ბუნიადოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ზიია ბუნიადოვის საფლავი დიდების ხეივანში

ზიია მუსა ოღლუ ბუნიადოვი (აზერ. Ziya Bünyadov; ასევე ცნობილი როგორც ზია ბუნიატოვი) (დ. 21 დეკემბერი, 1923, ასტარა − გ. 21 თებერვალი, 1997, ბაქო) — აზერბაიჯანელი ისტორიკოსი, აკადემიკოსი და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. როგორც ისტორიკოსი, ბუნიადოვი მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტს. ბუნიადოვი იყო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და საბჭოთა კავშირის გმირი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიია ბუნიადოვი დაიბადა 1923 წლის 21 დეკემბერს, აზერბაიჯანის ქალაქ ასტარაში. მამამისი წარმოშობით ბაქოს სოფელ ბიბიჰეიბათიდან იყო და საბაჟო მოხელედ მსახურობდა. სამსახურის ბუნების გამო ბუნიადოვების ოჯახმა რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. 1939 წლეს გოქჩაის საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ზიია ბუნიადოვი ბაქოს სამხედრო სკოლაში ჩაირიცხა. 1942 წელს მეორე მსოფლიო ომში კავკასიის ფრონტზე საბრძოლველად, ქალაქ მოზდოკის მახლობლად წავიდა. საბჭოთა არმიის ოფიციალური გაზეთი, Krasnaya Zvezda („წითელი ვარსკვლავი“) 1942 წის ერთ-ერტ ნომერში მის შესახებ წერდა. შემდეგში ბუნიადოვი ევროპულ ფრონტზე გაეშურა და ვარშავისა და ბერლინის აღების ოპერაციებშიც მონაწილეობდა.

ზიია ბუნიადოვი დაჯილდოებული იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი, საბჭოთ კავშირის გმირის წოდებით, 1945 წლის 14 იანვარს პოლონეთში, მდინარე პილიცაზე გადებულ ხიდზე მომხდარ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის. აღნიშნულ ბრძოლაში მტრის 100 მეომარი დაიღუპა, 45 კი საბჭოელებმა ტყვედ აიყვანეს. ამ მედლის მსგავსად, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობისა და ჰეროიზმისთვის ბუნიადოვი დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენით, ალექსანდრე ნევსკის ორდენითა და მეორე ხარისხის სამამულო ომის ორდენი. ომის დასრულებიდან 1 წელიწადში ლეიტენანტი ბუნიადოვი ბერლინში, პანკოვის რაიონში სამხედრო კომენდანტის მოადგილე იყო.

აკადემიური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ზიია ბუნიადოვმა მოსკოპის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი დაამთავრა და 1954 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. დოქტორი ბუნიადოვი ბაქოში დაბრუნდა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალიტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. აქ მან ასოცირებული მკვლევრიდან მთავარი მეცნიერი გახდა, შემდეგ ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, მეცნიერებათა აკადემიის კოსეპონდენტი წევრი და საბოლოოდ მეცნიერებათა აკადემიის სრული აკადემიკოსი და ვიცე-პრეზიდენტი. იყო არაერთი მონოგრაფიის, წიგნისა და სტატიის ავტორი კავკასიის ისტორიის შესახებ.

საბჭოელი არმოსავლეთმცოდნე და ჟურნალისტი ფარიდ სეიფი-მულუკოვი ბუნიადოვის მიერ ყურანის თარგმნასთან დაკავშირებით წერდა: „იგი გამორჩეული მეცნიერი იყო. ყურანის თარგმნა არაბული ენის შესანიშნავ ცოდნას მოითხოვს და მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ მსგავსი საქმის წამოწყება. ზიია ბუნიადოვმა კი წმინდა წიგნი შესანიშნავად თარგმნა“.

რჩეული ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • З. Буниятов. «Азербайджан в VII-IX веках». 1973. Баку
  • З. Буниятов. «Государство атабеков Азербайджана: 1136-1225». 1984. Баку
  • Yo'av Karny. Highlanders: A Journey to the Caucasus in Quest of Memory, NY: Farrar, Straus and Giroux, 2001 [1]
  • Thomas De Waal. Black Garden: Armenia and Azerbaijan Through Peace and War, New York University Press, 2004 [2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]