ზივერ ბეკ აჰმედბეკოვის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზივერ ბეკ აჰმედბეკოვის ძეგლი

ზივერ ბეკ აჰმედბეკოვის ძეგლი (აზერ. Zivər bəy Əhmədbəyovun abidəsi) — აზერბაიჯანელი არქიტექტორის, ზივერ ბეკ აჰმედბეკოვის ძეგლი, რომელიც მდებარეობს ბაქოს იასამალის რაიონში. დგას ჯაფარ ჯაბარლის ქუჩაზე მდებარე პარკში, მეტროს სადგურ „ნიზამის“ წინ. ძეგლის ავტორია აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი ნათიგ ალიევი.[1]

ზივერ ბეკ აჰმედბეკოვი 1918–1920 წლებში იყო ბაქოს პირველი აზერბაიჯანელი მთავარი არქირექტორი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქალაქის განვითარებაში. თავის პროექტებში ზივერ ბეკ აჰმედბეკოვი ოსტატურად აერთიანებდა ავროპისა და აღმოსავლეთის არქიტექტურულ ტრადიციებს.

პარკი და ძეგლი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულებით შეიქმნა. გახსნის ცერემონია შედგა 2011 წლის 26 მაისს პრეზიდენტის თანდასწრებით.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]