ზიგფრიდ პასარგე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზიგფრიდ პასარგე
დაბ. თარიღი 28 ნოემბერი 1866(1866-11-28)[1] ან 28 ნოემბერი 1867(1867-11-28)[2]
დაბ. ადგილი კენიგსბერგი[3]
გარდ. თარიღი 26 ივლისი 1958(1958-07-26)[1] ან 26 ივნისი 1958(1958-06-26)[2]
გარდ. ადგილი ბრემენი
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
მუშაობის ადგილი ჰამბურგის უნივერსიტეტი

ოტო კარლ ზიგფრიდ პასარგე (გერმ. Siegfried Passarge; დ. 28 ნოემბერი 1866 — გ. 26 ივლისი 1958) — გერმანელი გეოგრაფი და მოგზაური. პასარგე გერმანიაში ლანდშაფტოლოგიის ფუძემდებელია. დაიბადა ქალაქ კენინსბერგში, მოგზაურისა და მწერლის ლუდვიგ პასარგეს ოჯახში. სწავლობდა ფრედერიკის კოლეჯში, რომლის დამთავრების შემდეგ ბერლინსა და იენაში დაიწყო გეოგრაფიის შესწავლა. ჰქონდა აგრეთვე სამედიცინო განათლება. სამხედრო მსახურობის დროს მუშაობდა ექიმად.

1894 წელს პასარგემ მონაწილეობა მიიღო ადამავაში ჩატარებულ ექსპედიციაში (გერმანიის კამერუნი). 1896-1899 წლებში სამხრეთ აფრიკაში გეოლოგად მუშაობდა. 1901-1902 წლებში ექსპედიციაში იმყოფებოდა სამხრეთ ამერიკაში (ორინოკო). მოგვიანებით 1906-1907 წლებში იმოგზაურა ჩრდილოეთ აფრიკაში, კერძოდ ალჟირში. 1904-1905 წლებში ეჭირა ადიუნქტ-პროფესორის წოდება ბერლინის უნივერსიტეტში, ხოლო 1905 წლიდან გეოგრაფიის პროფესორია ვროცლავში. 1908-1935 წლებში ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორია. გამოკვლეული აქვს ეკვატორული, სამხრეთი და ჩრდილოეთი აფრიკა, სამხრეთი ამერიკის ჩრდილოეთი რაიონები. ავტორია არაერთი ნაშრომისა გეომორფოლოგიისა და ლანდშაფტოლოგიის დარგში. ლანდშაფტმცოდნეობას განიხილავდა როგორც დამოუკიდებელ სამეცნიერო დისციპლინას. იკვლევდა გეოგრაფიული ლანდშაფტის კლასიფიკაციის საკითხებსა და მის ურთიერთობას კულტურულ ლანდშაფტებთან.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Die Grundlagen der Landschaftskunde, Bd 1—3, Hamb., 1919—20;
  • Beschreibende Landschaftskunde. Hamb., 1929;
  • Geographische Völkerkunde, Bd 1—5, Fr./M., 1933—38;
  • Einführung in die Landschaftskunde, Lpz., 1933.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Record #11605199X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული ოქტომბერი 15 2015:
  2. 2.0 2.1 Record #11605199X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული აპრილი 26 2014:
  3. Record #11605199X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული დეკემბერი 11 2014: