ზიგფრიდ ვაგნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზიგფრიდ ვაგნერი (გერმ. Siegfried Helferich Richard Wagner; დ. 6 ივნისი, 1869, ტრიბშენი — გ. 4 აგვისტო, 1930, ბაიროიტი) — გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი. კომპოზიტორი რიხარდ ვაგნერის შვილი. 1908-1930 წლებში იყო ვაგნერის სახელობის ფესტივალის ხელმძღვანელი ბაიროიტში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიგფრიდ ვაგნერი იყო რიხარდ ვაგნერისა და კოზიმას (ლისტის შვილი) მესამე შვილი. თავიდან ზიგფრიდი გეგმავდა გამხდარიყო არქიტექტორი, მაგრამ შემდეგ მუსიკას გაყვა. მისი მასწავლებელი იყო კომპოზიტორი ენგელბერტ ჰუმპერდიკი. ზიგფრიდის სადირიჟორო დებიუტი შედგა 1893 წელს.

1906 წელს კოზიმა ვაგნერმა შვილს ბაიროიტის ფესტივალის ხელმძღვანელობა გადასცა. (ოფიციალურად ხელმძღვანელის პოსტი 1908 წელს დაიკავა) ზიგფრიდმა თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერი ადმინისტრატორი, დირიჟორი და რეჟისორი. 1911 ფართოდ იღებდა მონაწილეობას "პარსიფალის" დადგმაში და შემოიტანა ახალი დადგმა. 1914 წელდ დადგა "მფრინავი ჰოლანდიელი", 1927 წელს "ტრისტანი და იზოლდა", 1930 წელს "ტანჰეიზერი". 1923 წელს ზიგფრიდმა დაიწყო საკონცერტო ტურნე აშშ-ში რათა შეეგროვებინა ფული ფესტივალისათვის 1924 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.

1930 წელს ზიგფრიდ ვაგნერი გარდაიცვალა ინფაქტით, რომელიც მოხდა რეპეტიციის დროს. მისი შვილები ვილანდი (1917–1966) და ვოლფგანგი (*1919) ხელმძღვანელობდნენ ბაიროიტის ფესტივალს მეორე მსოფლიო ომის დროს.