ზია შავიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზია შავიშვილი (დ. 2 მაისი, 1928, ქობულეთი) — ქართველი ინჟინერი, ბათუმის საპატიო მოქალაქე (2013), საქართველოს დამსახურებული მშენებელი, (1983) აჭარის დამსახურებული ინჟინერი (1971). დაჯილდოვებულია მედლით „შრომითი მამაცობისთვის“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით.

1950 წელს მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს საპროექტო ინსტიტუტში; იმავე წელს სსრკ-ის მიმოსვლის გზათა მინისტრის განკარგულებით გადაიყვანეს შსს-ის განკარგულებაში და მუშაობდა შორეულ აღმოსავლეთში საბორნე გადასასვლელის მშენებლობაზე, რომელიც აერთებდა მატერიკს კუნძულ სახალინთან; 1953 წელს გადაყვანილ იქნა ქ. კუიბიშევში, სადაც მუშაობდა „კუიბიშევჰესთან“ საკომუნიკაციო რკინიგზის მისასვლელების მშენებლობაზე; 1954 წლიდან საქართველოში ბრუნდება და თავისი სპეციალობით მუშაობას იწყებს ამიერკავკასიის რკინიგზის სამშენებლო ტრესტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე; 1957 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაწინაურებული იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტში სამშენებლო სამმართველოს ჯერ მთავარ ინჟინრად, შემდეგ უფროსად; 1976 წელს გადაიყვანეს აჭარის მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად, სადაც 1991 წლამდე მუშაობდა; მუშაობდა სხვადასხვა კერძო სამშენებლო სტრუქტურებში; 1975-1985 წლებში იყო აჭარის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების თავმჯდომარე, მონაწილეობდა 2 საკავშირო ყრილობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროს საპატიო სიგელები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, გვ. 601-602, თბილისი, 2017 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]