შინაარსზე გადასვლა

ზია ქუთნაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზია-ფაშა

ზია-ფაშა, ზია ქუთნაქი (თურქ. Ziya Paşa Kutnak; დ. 1870, ქობულეთი, — გ. 1940, უსკუდარი, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი; წარმოშობით ქართველი თავდგირიძე.

მამამისი ოსმან ნური ფაშა (Çürüksulu Osman Nuri Paşa) ჰიჯაზის ვალი (გუბერნატორი) იყო. დაამთავრა ოსმალეთის სამხედრო აკადემია. ეკავა სხვა­დასხვა თანამდებობები. 1907 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. მონაწილეობდა ბალკანეთისა (1912–1913) და პირველ მსოფლიო (1914–1918) ომებში. აჰმედ იზეთ-ფაშას მთავრობაში ასრულებდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას (1918). 1920–1922 წლებში იყო სამხედრო მინისტრი. დაკრძალულია სტამბოლში, კარაჯა-ახმადის სასაფლაოზე.

  • ქასაბი მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ე. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012;
  • სურმანიძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 431.