ზვონიმირის გვირგვინი

ზვონიმირის გვირგვინი — ხორვატიის მეფე დემეტრიუს ზვონიმირს 1075 წელს გადაეცა პაპ გრიგოლ VII-ის პაპური ლეგატის მიერ წმინდა პეტრესა და მოსეს ბაზილიკაში (დღეს ცნობილი როგორც ღრუ ეკლესია) სალონაში.
ეს იყო ხორვატიის სამეფოს მესამე გვირგვინი, რადგან კორონაციის ქარტიაში ნახსენებია ორი სხვა ოქროს გვირგვინი, რომლებიც ძვირფასი ქვებით იყო მორთული და ვრანაში, წმინდა გრიგოლის ბენედიქტურ მონასტერში, ინახებოდა: პირველი უკავშირდებოდა მეფე ტომისლავს (925–928), ხოლო მეორე — მეფე სტეფანე დრჟისლავს (969–997).[1][2]
ზვონიმირი ხორვატიას მართავდა 1089 წლამდე, რის შემდეგაც გვირგვინი, შესაძლოა, გამოიყენეს მისი მემკვიდრე სტიეპან II-ის კორონაციისთვის და მრავალი უნგრელი მონარქის მიერ ხორვატიისა და უნგრეთის სამეფოების გაერთიანების შემდეგ 1102 წელს (თუმცა, შესაძლოა, გამოეყენებინათ წინა ხორვატული გვირგვინი, რადგან კორონაცია სალონაში კი არა, არამედ ბიოგრად ნა მორუში, ვრანასთან ახლოს, ტარდებოდა).[2][3] უნგრელი მეფეების ცალკე კორონაციის ტრადიცია დაასრულა უნგრეთის მეფე ბელა IV-მ (1235).[2] ხორვატული გვირგვინით კორონაცია შესაძლოა მიიღო ნეაპოლის ლადისლავმა 1403 წელს ზადარის საკათედრო ტაძარში.[2]
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XI საუკუნის გრავიურის მიხედვით, რომელიც სპლიტის საკათედრო ტაძრის ბაპტისტერიუმში იქნა ნაპოვნი, ხორვატი მეფის გვირგვინი, რომელსაც ზოგიერთი პეტარე კრეშიმირ IV-ს ან დემეტრიუს ზვონიმირს მიაკუთვნებს,[4]]] ჰგავს დასავლური სტილის გვირგვინს სამი ჯვრით: ერთი — შუაში და ორი — გვერდებზე. გვირგვინზე ხუთი ძვირფასი ქვაა. დამახასიათებელი გრძელი მხარეები შესაძლოა იყოს ჩამოკიდებული პენდილია[5], როგორც ეს უნგრეთის წმინდა გვირგვინზეა, რომელიც ასევე XI საუკუნის პაპური საჩუქარი იყო. გამოსახული დედიცია (მორჩილება-თაყვანისცემა) ითვლება, რომ წმინდა რომის იმპერატორ ჰენრი II-ის სახარებისეული წიგნის ზეგავლენით იყო გამოწვეული (1014–1024).[4]]]
ძალიან მსგავსი, თუ არა იგივე გვირგვინი და მეფე დემეტრიუს ზვონიმირის ან უნგრეთის ლადისლავ I-ის კიდევ ერთი გამოსახულება შესაძლოა ვიხილოთ ზაგრების საკათედრო ტაძრის XI საუკუნით დათარიღებულ მანტიაზე.[6]
გვირგვინის სტილიზებული ვერსია გამოიყენება თანამედროვე ხორვატიის რამდენიმე პროვინციული და რაიონული დროშის გამოსახულებაში და მუდმივად შეესაბამება აქ მოცემულ დიზაინს, რომელიც აღებულია სპლიტის ბაპტისტერიუმში [7] ნაპოვნი XI საუკუნის გრავიურიდან.[8]
უნგრეთის მეფე კოლომანმა კორონაცია მიიღო, როგორც ხორვატიისა და დალმაციის მეფემ 1102 წელს, ბიოგრად ნა მორუში[9], და მას შემდეგ უნგრელი მეფეებისთვის ოფიციალურად ვალდებულება გახდა, რომ ცალკე კორონაცია გავლოთ, ცალკე გვირგვინით, ხორვატიისა და დალმაციის მეფის სახელით იმავე მიწებზე.[10] სამეფო ქარტებისა და ფრაზის Cum autem ad vos coronandus aut vobiscum regni negotia tractaturus aduenero („როდესაც თქვენ შორის კორონაციისთვის მოვალ“) მიხედვით, ითვლება, რომ უნგრელი მეფეების ცალკე კორონაციის ტრადიცია ბოლოჯერ ჩატარდა უნგრეთის მეფის, ანდრია II-ის მიერ (1205).[10] არპადების დინასტიის ეს მეფეები (1199 წლამდე), როგორც მემკვიდრეები, ჯერ ხორვატიისა და დალმაციის მეფეებად გაივლიდნენ კორონაციას, შემდეგ კი უნგრეთის ტახტს იმემკვიდრებდნენ.[10] ეს ტრადიცია დასრულდა უნგრეთის მეფე ბელა IV-ით (1235), რომელმაც იმავე ცერემონიით კორონაცია გაიარა, როგორც უნგრეთისა და ხორვატიის მეფემ.[10]
გაქრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არ არის ცნობილი, არსებობს თუ არა შუასაუკუნოვანი ზვონიმირის გვირგვინი დღემდე. სავსებით შესაძლებელია, რომ ყველა ხორვატული გვირგვინი დაიკარგა 1520-იან წლებში, როდესაც თურქ-ოსმალებმა დაიკავეს და გაანადგურეს სამეფო დედაქალაქები სოლინი და კნინი. თუმცა, ისინი შეიძლება გამქრალიყო ამაზე ადრეც, 1138 წლის შემდეგ, როდესაც ვრანა ტამპლიერებმა და იოანიტებმა დაიკავეს,[2] 1403/1409 წლების შემდეგ, როდესაც ნეაპოლის ლადისლავის კორონაცია გაიმართა და დალმაცია ვენეციის რესპუბლიკას მიჰყიდეს, ხოლო მოგვიანებით შეიძლება ზრინსკების ოჯახის განძეულობაში ინახებოდა, როგორც ამას ვიეკოსლავ კლაიჩი ვარაუდობს.[2]
ბოლო დროს ხორვატმა არქეოლოგებმა მ. ილკიჩმა და დ. ფილიპჩიჩმა წამოაყენეს თეზისი, რომ გვირგვინი კი არ გაქრა, არამედ ნაწილობრივ ჩაერთო უნგრეთის წმინდა გვირგვინში, როგორც corona latina (გვირგვინი corona greca ნაწილთან ერთად).[10] ალბათ ეს მოხდა მეფე ბელა IV-ის კორონაციისთვის (1235), და, მათი აზრით,
ხორვატი ისტორიკოსი მლადენ ანჩიჩი ამ თეზისს შეეწინააღმდეგა.[10] Croatian historian Mladen Ančić disputed the thesis.[11][12]
მეორე მსოფლიო ომის გავლენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1941 წელს ფაშისტურმა უსტაშების რეჟიმმა ხორვატიაზე კონტროლი მიიღო და გადაწყვიტა მონარქიის აღდგენა ხორვატიის დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ასევე შუასაუკუნოვანი ხორვატული სახელმწიფოს სიმბოლოების მითვისებით. მათ შექმნეს კიდევ ერთი „ზვონიმირის გვირგვინი“, თუმცა ორიგინალისგან განსხვავებული, რომელიც აღწერილი იყო, როგორც „ოქროს სამყურის ფოთლების გვირგვინი ჯვრით ზემოდან“.[13] ეს გვირგვინი, ვაშლის ფორმის გლობუსთან ერთად, შემდეგ გადაეცა იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III-ს თხოვნით, რომ შერჩეულიყო საავოის სახლის შესაფერისი წევრი სავარაუდო ხორვატული ტახტისთვის მეფის სახელით. მან შეარჩია პრინცი აიმონე, აოსტის ჰერცოგი, რომელსაც შემდეგ მეფე ტომისლავ II''-ის სახელი მიენიჭა. სავარაუდოდ, იგი რეგალიების მფლობელი გახდა, თუმცა მას არასოდეს ჩასტარებია კორონაცია. უცნობია, არსებობს თუ არა ეს გვირგვინი დღემდე.
იხილეთ ასევე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეფე ზვონიმირის გვირგვინის მედალი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Vjekoslav Klaić, "O krunisanju ugarskih Arpadovića za kraljeve Dalmacije i Hrvatske (1091-1207)" (1905), Vjesnik 8 (1), pg. 107-117
- Croatian crown in the 17th century (in Croatian)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Budak, Neven (2018). Hrvatska povijest od 550. do 1100.. Leykam international, გვ. 258. ISBN 978-953-340-061-7.
- 1 2 3 4 5 6 Radoš, Ivica (25 August 2015). „Kriju li zidovi Ozlja krunu Trpimirovića?“ [Are the walls of Ozalj hiding the crown of Trpimirovićs?]. Večernji list (ხორვატული). ციტირების თარიღი: 5 September 2023.
- ↑ Ančić, Mladen (2002). „Od kralja "poluboga" do prvih ideja o "nacionalnom kraljevstvu"“, Kolomanov put (katalog izložbe). Zagreb: Hrvatski povijesni muzej, გვ. 68–71.
- 1 2 Kurelić, Robert (2016). „Ritual deditio na reljefu hrvatskoga vladara“. Zbornik Odsjeka za Povijesne Znanosti Zavoda za Povijesne i Društvene Znanosti Hrvatske Akademije Znanosti i Umjetnosti (ხორვატული). 34: 2–3. doi:10.21857/m3v76tz0wy.
- ↑ https://en.wikipedia.org/wiki/Pendilia
- ↑ Juranić, Milutin (1990). „Likovi kralja i kraljice na plaštu kralja Ladislava“. Peristil (ხორვატული). Zagreb. 33 (1): 25–127.
- ↑ https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98
- ↑ დაარქივებული November 24, 2009, საიტზე Wayback Machine.
- ↑ https://en.wikipedia.org/wiki/Biograd_na_Moru
- 1 2 3 4 5 6 7 Ilkić, Mato; Filipčić, Dejan (2023). „Kolomanova ostavština u sjevernoj Dalmaciji“ [Coloman's legacy in northern Dalmatia]. Starohrvatska Prosvjeta (ხორვატული და ინგლისური). Split: Museum of Croatian Archaeological Monuments. III (50): 285–308. ციტირების თარიღი: 17 February 2025.
- ↑ Dobrović, Ana (11 June 2024). „Dio krune hrvatskog kralja Zvonimira nađen u mađarskom parlamentu?“. magazin.hrt.hr. HRT. ციტირების თარიღი: 17 February 2025.
- ↑ Nevešćanin, Ivica (1 June 2024). „Profesor Ančić: 'Otkriće' Zvonimirove krune? To je tek zgodna dosjetka za koju nema nikakvih dokaza ni argumenata“. Slobodna Dalmacija. ციტირების თარიღი: 17 February 2025.
- ↑ „Crown of Zvonimir“. Newsletter. 2009 Time Inc. 1941-05-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 26, 2007. ციტირების თარიღი: 2009-11-30.