ზვიად მარუშიანი (თრიალეთის ერისთავი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზვიად მარუშიანი.

ზვიად მარუშიანი — დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი, X—XI საუკუნეების მიჯნაზე ბაგრატ III-ის მოხელე — თრიალეთის ერისთავი X საუკუნის 80-იან წლებში (დაახლოებით 988 მეფემ კლდეკარი ჩამოართვა რატი ბაღვაშს და თრიალეთის ერისთავად დანიშნა ზვიად მარუშიანი, რასაც გვამცნობს ლივადის ეკლესიის წარწერა).

1014 მარუშიანმა ფანასკერტიდან (ტაო) ბედიაში გადაასნევა ბაგრატ III-ის ცხედარი. 1020-იან წლებში, ბიზანტიასთან ომის დროს, მარუშიანი სარდლობდა ქართველთა მეწინავე ლაშქარს. დროის მოგების მიზნით გიორგი I-მა მას დაავალა ბიზანტიელებთან საზავო მოლაპარაკების გამართვა. ზვიად ერისთავი მოხსენებულია ზარზმის ხატის განმაახლებლის წარწერაში (რომელსაც გ. ჩუბინაშვილი XI საუკუნით ათარიღებს). მეწინავე ლაშქრის სარდლობა (მეწინავეობა მესხებს ჰქონდათ საქართველოს ლაშქარში) და ზარზმის ხატის წარწერაში მოხზენიება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მარუშიანი იყო სამცხის ერისთავიც. შემდეგში მარუშიანს გიორგი I-თან კონფლიქტი მოსვლია, რის გამოც მეფეს ის შეუპყრია (ამას გვაცნობს გომარეთის წარწერა). შესაძლოა, სწორედ ამის შემდეგ დაბრუნდნენ ბაღვაშები თრიალეთში. სავარაუდოა, რომ მარუშიანი იყო შვილიშვილი ჯავახეთის ერისთავის ზვიად მარუშიანისა და შვილი ჯავახეთის ერისთავის ვაჩესი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]