ზვიად მათოშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზვიად მათოშვილი
Zviadmatoshvili.jpg
დაიბადა24 სექტემბერი, 1982
არალი, ადიგენის რაიონი, საქართველო
პროფესიაექიმი
დაწესებულებებინიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – რესპუბლიკური საავადმყოფო
სპეციალიზაცია კარდიოლოგი, არითმოლოგი
ცნობილიაამიერკავკასიაში პირველად ჩაატარა არითმიების კრიოაბლაცია
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეზიდენტურა
ჯილდოებიევროპის გულის რიტმის ასოციაციის სტიპენდია (2015 წელი)
„პერსონა 2017“ (2017 წელი, მილანი
„წლის რჩეული ექიმი“(2018 წელი)

ზვიად მათოშვილი (დ. 24 სექტემბერი, 1982) — ქართველი კარდიოლოგი და არითმოლოგი. ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარა არითმიების კრიოაბლაცია. ზვიად მათოშვილი არის ევროპის გულის რითმის ასოციაციის (EHRA) მიერ პირველი და ერთადერთი სრულად სერტიფიცირებული სპეციალისტი (ოთხივე სერტიფიკატი), როგორც საქართველოში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

1999 წელს დაამთავრდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არის საშუალო სკოლა, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 2006-2009 წლებში გაიარა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეზიდენტურა კარდიოლოგის სპეციალობით. 2012-2015 წლებში კი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტურის პროგრამაზე და აიღო მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი.

2010-2016 წლებში გაიარა სხვადასხვა ტრენინგი ევროპის ქვეყნებში არითმოლოგიის მიმართულებით. 2015–2016 წლებში გაიარა ევროპის გულის რიტმის ასოციაციის აბლაციების ერთწლიანი ტრენინგი შვედეთში, კაროლინსკას საუნივერსიტეტო კლინიკაში.

2009 წლიდან დღემდე არის აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის არითმიების განყოფილების ხელმძღვანელი, ასევე არითმიების მართვის ცენტრის „რიტმარტი“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

2018 წელს გახდა სამედიცინო პორტალ VIPMED.ge_ს მიერ ორგანიზებული ინტერნეტკონკურსის „რჩეული ექიმი-2018“-ის გამარჯვებული.

სახელმწიფო სერთიფიკატები და მოწმობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კარდიოლოგის სერთიფიკატი – 2009 წელი
  • გულის ელექტროფიზიოლოგია და არითმიების მართვა; სუბსპეციალობის მოწმობა – 2012 წელი
  • მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი – 2015 წელი
  • ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სრულად სერტიფიცირებული სპეციალისტი (EHRA certified electrophysiology specialist level 1 & level 2 (ECES level 1-2) and EHRA certified cardiac device specialist level 1 and level 2 (ECDS level 1-2) – 2017 წელი

სტატიები უცხო ენაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Safety of fluoroscopy-guided transseptal approach for ablation of left-sided arrhythmias.
  • Matoshvili Z, Bastani H, Bourke T, Braunschweig F, Drca N, Gudmundsson K, Insulander P, Jemtrén A, Kennebäck G, Saluveer O, Schwieler J, Tapanainen J, Wredlert C, Jensen-Urstad M. Europace.[1]
  • Early repolarization, localization of J point elevation on ECG and arrhythmias. Matoshvili Z, Petriashvili Sh, Archvadze A, Azaladze I. Georgian Med News.[2]
  • Early repolarization as a predictor of premature ventricular beats. Matoshvili ZT, Petriashvili ShG, Archadze AT, Azaladze IG. Georgian Med News.[3]
  • Early repolarization as a risk factor of atrial fibrillation. Matoshvili Z, Petriashvili S, Archvadze A, Azaladze I. Georgian Med News.[4]
  • J point elevation as a predictor of premature ventricular beats. Matoshvili Z, Petriashvili Sh, Archvadze A, Azaladze I. Georgian Med News.[5]
  • Mobile telemonitoring for arrhythmias in outpatients in the Republic of Georgia: a brief report of a pilot study. Kirtava Z, Gegenava T, Gegenava M, Matoshvili Z, Kasradze S, Kasradze P. Telemed J E Health.[6]
  • Endovascular treatment of right ventricular tumor. Kipshidze N, Archvadze A, Kipiani V, Katsitadze Z, Matoshvili Z, Sigwart U. Circ Cardiovasc Interv.[7]

წიგნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კარდიოლოგიური შეცდომები - ზ.მათოშვილი, ი.აზალაძე, ა.არჩვაძე, ვ.კალოიანი, ნ.ყიფშიძე.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2017 Dec 1;19(12):2023-2026. doi: 10.1093/europace/euw432. PMID: 28340160
  2. 2015 Apr;(241):37-40. PMID: 25953936
  3. 2015 Feb;(239):44-7. PMID: 25802448
  4. 2014 Apr;(229):59-61. PMID: 24850607
  5. 2014 Jan;(226):16-8. PMID: 24523326
  6. 2012 Sep;18(7):570-1. doi: 10.1089/tmj.2011.0170. Epub 2012 Jul 24. PMID: 22827508
  7. 2011 Oct 1;4(5): e33-5. doi: 10.1161/CIRCINTERVENTIONS.110.959809 PMID: 22010193
  8. 2011წ; გამომცემლობა: ინტელექტი, გვერდი 152, ფორმატი 14x20; აისბიენი/აიდი: 6058