ზვერევო
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ზვერევო Зверево | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | როსტოვის ოლქი | ||||
კოორდინატები | 48°01′00″ ჩ. გ. 40°07′00″ ა. გ. / 48.01667° ჩ. გ. 40.11667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1819 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1989 | ||||
ფართობი | 31,21 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 240 მ | ||||
მოსახლეობა | 19 920 კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 618,63 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 86355 | ||||
საფოსტო ინდექსი | 346310-346312 | ||||
ოფიციალური საიტი | zverevo.donland.ru | ||||
ზვერევო (რუს. Зверево) — საოლქო დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. დაარსდა 1819 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1989 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 19 920 კაცს. სიმჭიდროვე - 618,63 კაცი/კმ²-ზე.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი მდებარეობს დონეცის ჭიუხის აღმოსავლეთ კალთებზე, მდინარე ჩრდილოეთის დონეცზე. დონის როსტოვიდან ჩრდილოეთით 110 კმ-ში, გუკოვოდან 21 კმ-ში. ქალაქის ფართობია 31,21 კმ².
მუნიციპალური გაერთიანების „ქალაქ ზვეროვოს“ შემადგენლობაში შედის კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი - ხუტორი ტრუდოვოი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზვერევო ყველაზე ახალგაზრდა საქალაქო ოლქია როსტოვის ოლქში. ქალაქი წარმოიქმნა მეშახტეთა დასახლებიდან, რომელიც შეიქმნა XX საუკუნის დასაწყისში სადგურ ზვეროვოს გარშემო, რომელმაც სახელწოდება თავის მხრივ მიიღო ხუტორ ზვერევოდან, რომელიც დაარსდა 1819 წელს ძმები ზვერევების კუთვნილ მიწაზე. მათვე გასცეს ნებართვა ამ ტერიტორიაზე რკინიგზის გაყვანისა, იმ პირობით, რომ სადგური მიიღებდა მათ სახელს, რაც ასე მოხდა კიდეც. სადგური თანდათანობით გაიზარდა და დასახლდა უკრაინელი და რუსეთის ცენტრალური გუბერნიიდან გადმოსახლებული გლეხებით.
1894 წელს სადგურზე ყოფილი ხის შენობის მაგივრდ, რომელიც ადრე დაიწვა, ქვისაგან ააშენეს რკინიგზის სადგური. სადგურის შენობა დღემდე დგას.
XIX საუკუნის ბოლოს სადგური მოითვლიდა ოთხ უსახელო ქუჩასა და 50 სახლს და მთელ რიგ სამეურნეო და ადმინისტრაციულ შენობებს. 1905 წელს აქ გაიხსნა რკინიგზის ორი დაწყებითი სკოლა. 1905-1907 წლების რევოლუციის დროს ადგილობრივმა რკინიგზელებმა მონაწილეობა მიირეს საერთო რუსულ გაფიცვაში, დასახლებულ პუნქტში გააგზავნეს კაზაკთა დანაყოფები.
1929 წელს ზვერევომ მიიღო მუშათა დასახლების სტატუსი.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დასახლება შვიდი თვის განმავლობაში იმყოფებოდა გერმანელთა ოკუპაციის ქვეშ და გაათავისუფლეს 1943 წლის თებერვალში 47-ე დივიზიის დამსახურებით. ადგილობრივი აეროპორტიდან გაფრინდა საბჭოთა კავშირის გმირიივან დოკუკინი, რომელიც დაიღუპა 1943 წლის ივლისში. ამჟამად ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა ატარებს მფრინავის სახელს[1].
როსტოვის ოლქის დაარსების მომენტში იყო ამავე სახელწოდების რაიონის ცენტრი, რომელიც გაუქმდა 1963 წელს, ამავდროულად მუშათა დასახლება ზვერევო გადავიდა გუკოვოს ქალაქის საბჭოს დაქვემდებარებაში.
1989 წელს მიიღო საოლქო დაქვემდებარების ქალაქის სტატუსი. ქალაქის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში მდებარეობს კრასნოპარტიზანის სასოფლო საბჭო (5 სოფელი) და და სამი სტანიცა.
ამჟამად საქალაქო ოლქის ფარგლებში შედის ხუტორი ტრუდოვოი.
ქალაქში დაკრძალულია მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი ივან დოკუკინი. 2010 წელს მას გაუხსნეს ძეგლი[2].
ღირსშესანიშნაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვლადიმერ ლენინის ძეგლი[3].
- დიდების ორდენის კავალერის პეტრე კოსელნიკოვის ძეგლი.
- შახტ „ობუხოვსკაიაში“ დაღუპულთა მემორიალი (2008 წ.). ძეგლი აგებულია აგურისაგან და აქვს გააშლილი წიგნის ფორმა. ცენტრში დაწერილია დაღუპულ მეშახტეთა სახელები[4].
- მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომლის გამოფენებიც ეძღვნება სამთო საქმიანობას[5][6].
- წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (1906 წ.)[7].
- მემორიალური ასამბლი, რომელიც ეძღვნება სამოქალაქო და სამამულო ომებში დაღუპულ განმათავისუფლებელ მეომრებს. არქიტექტორი ვ. დმუხოვსკი.
- საბჭოთა კავშირის გმირის, მფრინავ ივან დოკუკინის ძეგლი (2010 წ.).
- ჩერნობილის კატასტროფის ლიკვიდატორთა სამახსოვრო ძეგლი. ზვერევოს 84-მა მოქალაქემ მონაწილეობა მიიღო ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციიის საქმეში, მათგან სამი დაჯილდოვდა „ორდენით მამაცობისათვის“. ძეგლს აქვს დანგრეული სახლის კუთხის ფორმა.
- მეომარი-ინტერნაციონალისტების და ლოკალური ომების მსხვერპლთა მემორიალი (2009 წ.). ქალაქის 43 მაცხოვრებელი მონაწილეობდა ავღანეთის ბრძოლებში.
- მეომარი-რკინიგზელების ძეგლი (1965 წ.)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Официальный сайт Администрации города Зверево დაარქივებული 2015-03-23 საიტზე Wayback Machine.
- Описание герба Зверево
- Зверево в энциклопедии «Мой город»
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Зверево: Краткая история или слово о нашем городе. donbass.name. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-15. ციტირების თარიღი: 2017-04-14.
- ↑ Открытие памятника Герою Советского Союза Ивану Архиповичу Докукину. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-16. ციტირების თარიღი: 2017-08-10.
- ↑ Памятники Ленину. Зверево.
- ↑ Памятник погибшим горнякам шахты "Обуховская"
- ↑ Выставки в музее города Зверево. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-22. ციტირების თარიღი: 2017-08-10.
- ↑ Краеведческая библиотека-музей
- ↑ Храм Святителя Николая Чудотворца, г. Зверево, Ростовская область