ზეცის შვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზეცის შვილები
დამდგმელი რეჟისორი მაჯიდ მაჯიდი
პროდიუსერი ამირ ესფანდიარი, მოჰამედ ესფანდიარი
სცენარის ავტორი მაჯიდ მაჯიდი
როლებში მოჰსენ რამეზანი
ჰუსეინ მაჯუბი
მუსიკა კეივან ჯანანშაი
ოპერატორი ფარვიზ მაკელზადე
მონტაჟი ჰასან ჰასანდუსტი
სტუდია The Institute for the Intellectual Development of Children & Young Adults
დისტრიბუტორი Miramax Films
გამოსვლის თარიღი 22 აპრილი, 1998
ხანგრძლივობა 89 წთ.
ქვეყანა ირანი
ენა სპარსული
ბიუჯეტი $180 000
შემოსავალი $1 628 579

ზეცის შვილები (სპარს. بچه‌های آسمان‎) — რეჟისორ მაჯიდ მაჯიდის 1998 წლის ფილმი. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალი საკუთარი დის, ზაჰრის ფეხსაცმელს მოიკითხავს ხარაზთან, მაგრამ შინ მისვლამდე მან კარტოფილი უნდა იყიდოს. ალი ფეხსაცმელს მაღაზიის წინ აწყობს და სანამ კარტოფილს არჩევს, მენაგვე შემთხვევით ფეხსაცმელსაც ნაგავთან ერთად წაიღებს. ეს ზაჰრის ერთადერთი ფეხსაცმელი იყო. მათ მამას ახლის ყიდვის ფინანსური საშუალება არ აქვს. ალი სთხოვს დას, მშობლებს არაფერი გაუმხილოს. ბავშვები გადაწყვეტენ, ალის სპორტული ფეხსაცმლით რიგრიგობით ისარგებლონ. სკოლიდან გამოსულ ზაჰრის სულ სირბილი უწევს, რათა ალის ფეხსაცმელი დროუად გადასცეს და ალიმ სკოლაში არ დააგვიანოს. მაგრამ ალი რამდენიმეჯერ მაინც აგვიანებს. ამის გამო მას გარიცხვით ემუქრებიან, მაგრამ ალის მასწავლებელი ჯაფარი იცავს. ალი მისი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა და ჯაფარისგან კარგი სწავლისთვის საჩუქრად ავტოკალამს იღებს. ალი ფეხბურთის მოყვარულია, მაგრამ იძულებულია, თამაშზე უარი თქვას, რათა სპორტულ ფეხსაცმელს გაუფრთხილდეს. ზაჰრი შეამჩნევს, რომ მისი ფეხსაცმელი სხვა მოსწავლეს აცვია და მას სახლამდე მიჰყვება. ალი და ზაჰრი დაუდარაჯდებიან გოგოს, მაგრამ აღმოაჩენენ რომ გოგონას მამა ბრმაა და მათი ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობს, ამიტომ მათ თავს ანებებენ. ალი გადაწყვეტს, მონაწილეობა მიიღოს სკოლათაშორის შეჯიბრებაში სირბილში. მესამე ადგილზე გასულისთვის პრიზად ფეხსაცმელია დაწესებული. ალის იმედი აქვს, რომ მესამე ადგილს დაიკავებს და ფეხსაცმელს დას აჩუქებს. ალი შეჯიბრში პირველ ადგილზე გადის და მისთვის სასურველი პრიზის გარეშე რჩება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]