ზესხოს უღელტეხილი
იერსახე
| ზესხოს უღელტეხილი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°55′32″ ჩ. გ. 43°14′09″ ა. გ. / 42.925750° ჩ. გ. 43.235861° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
| სიმაღლე | 2562 მ |
| ქედი | ზესხოს ქედი |
| ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ზესხოს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზესხოს ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2562 მ. ზესხოზე გამავალი სასაპალნე გზა აკავშირებს ცხენისწყლისა და ზესხოს (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) ზემო დინებათა ხეობებს. ზესხოს მიდამოები აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სანებლიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 364.