ზერნოგრადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ზერნოგრადი
Зерноград

ზერნოგრადის მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი როსტოვის ოლქი
კოორდინატები 46°50′47″ ჩ. გ. 40°18′14″ ა. გ. / 46.84639° ჩ. გ. 40.30389° ა. გ. / 46.84639; 40.30389
დაარსდა 1929
ადრეული სახელები 1960 წლამდე ზერნოვოი
ამჟამინდელი სტატუსი 1951
ფართობი 12,36 კმ²
მოსახლეობა 24 657 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 1994,9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86359
საფოსტო ინდექსი 347740, 347720
ოფიციალური საიტი zernoland.ru
ზერნოგრადი — რუსეთი
ზერნოგრადი
ზერნოგრადი — როსტოვის ოლქი
ზერნოგრადი

ზერნოგრადი (რუს. Зерноград) — საოლქო დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. ზერნოგრადის რაიონისა და ზერნოგრადის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა 1929 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1951 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 24 657 კაცს. სიმჭიდროვე - 1994,9 კაცი/კმ²-ზე.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს სალსკის სტეპში, დონის როსტოვიდან 77 კმ-ში. ქალაქი არის ამავე სახელწოდების რკინიგზის სადგური ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის ხაზზე, რომელსაც 1915-1973 წლებში ეწოდებოდა სადგური ვერბლიუდი[1].

კლიმატი ზომიერად კონტინენტურია. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა −4,4 °C. ზაფხული ცხელია და გრძელი, სჭარბობს მზიანი ამინდი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დაარსდა, როგორც დასახლება 1929 წელს[1].

1928 წლის 1 აგვისტოს ჩამოყალიბდა საკავშირო მნიშვნელობის ახალი ორგანო „Зернотрест-ი“. მისი მთავარ ამოცანას წარმოადგენდა: აეშენებინა ხორბლის საბჭოთა მეურნეობა და ჩაგომოდა სათავეში მის წარმოებას. მომგებიანი ხორბლის მეურნეობის შექმნის გამოცდილება საბჭოთა კავშირში ამ დროისათვის არ იყო.

1928 წლის ნოემბერში დაიწყო მშენებლობისათვის საყოველთაო მზადება. 1928 წლის 2 ნოემბერს მოსკოვში მიირეს გადაწყვეტილება ზერნოტრესტის სამშენებლო კამპანიის მზადყოფნისათვის, რომელიც დაიწყებოდა 1929 წელს.

უკვე 1929 წლის იანვარში დაიწყო მისასვლელი გზების მშენებლობა, ააგეს დროებითი საცხოვრებლები, ეშელონებმა ჩამოიტანეს ტექნიკა და სამშენებლო მასალები. 1930 წლისათვის უკვე ააშენეს 11 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, კლუბი, სასადილო, აბანო, სარემონტო სახელოსნო, ავტოფარეხი, კანტორა დასხვა მთელი რიგი ობიექტები. ამავე 1930 წელს უკვე ფუნქციონირება დაიწყო პოლიკლინიკამ და საავადმყოფომ.

1934 წელს ზერნოგრადში გაიმართა საერთაშორისო ანტირევმატიული კონგრესი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ზერნოგრადის მანქანა-ტრაქტორთა სახელოსნო გადავიდა სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე. 1941 წელს სახელოსნოს ეწოდა მექანიკური ქარხანა.

1942 წლის 15 ივლისს ქალაქის თავზე პირველად გამოჩნდნენ გერმანული ბომბდამშენები. დაიწყო დაბომბვა. მომავალ რიცხვებში დაიწყო ევაკუაცია. ზერნოგრადის ინსტიტუტი გადაიტანეს ქალაქ ყაზახეთის სსრ-ის ქალაქ კუსტანაიში. ზერნოგრადის გათავისუფლება მოხდა 1943 წლის 30 იანვარს.

1951 წელს დასახლება ზერნოვოიმ მიიღო ქალაქის სტატუსი, ხოლო 1960 წელს ეწოდა ზერნოგრადი. 2009 წლის 1 მაისს ქალაქმა იზეიმა დაარსების 80 წლისთავი.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მოქმედებს სახალხო ანსამბლი „Вольный Дон“, რომელიც უკვე 30 წელია რუსეთის მრავალ და ევროპის 50 ქალაქში წარმოაჩენს დონის მხარის შემოქმედებას.

ქალაქში მდებარეობს: კულტურის სახლი, სასტუმროები, ოფიცერთა სახლი, სტადიონი, სამხედრო გარნიზონის ბაზაზე მოქმედი თანამედროვე სპორტული კომპლექსი (იგეგმება კიდევ ერთის მშენებლობა), კულტურისა და დასვენების პარკი, მუსიკალური სკოლა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კონოთეატრი „ზერნოგრადი“ (ადრე ეწოდებდა „კომკავშირელი“).

განათლება და მეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზერნოგრადში მდებარეობს სამი სამეცნიერო სასწავლებელი: აზოვ-შავი ზღვის სახელმწიფო აგროსაინჟინრო აკადემია, ი. კალინენკოს სახელობის მარცვლეული კულტურების სრულიად რუსეთის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტი და სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ჩრდილოეთ კავკასიის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტი.

ქალაქში ასევე არის 6 უმაღლესი სასწავლებელი, ოთხი საშუალო სკოლა, ერთი გიმნაზია და ერთი ლიცეუმი. ორი პროფესიული საწსწავლებელი (ზერნოგრადის პედაგოგიური კოლეჯი და აგროტექნოლოგიის ტექნიკუმი). საბავშვო მუსიკალური სკოლა, ბავშვთა შემოქმედების სახლი „ერმაკი“ და ოლიმპიური რეზერვების უმაღლესი კატეგორიის სკოლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Большая советская энциклопедия. Гл. ред. А. М. Прохоров, 3-е изд. Т. 9. Евклид — Ибсен. 1972. 624 стр., илл.; 43 л. илл. и карт. 1 карта-вкл.