ზენონი (მეუფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზენონი
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის ეპისკოპოსი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი.
Mtavarepiskoposi zenoni.jpg
მეუფე ზენონი
პროვინცია ქვემო ქართლი
ეპარქია დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია
ეკლესია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
ინთრონიზაცია 2003

საერო სახელი იმედა იარაჯული
დაიბადა 17 მარტი, 1972
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

მეუფე ზენონი (საერო სახელი - იმედა იარაჯული; დ. 17 მარტი, 1972, თბილისი) — დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის ეპისკოპოსი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი.

იმედამ 1992 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და 1993 წლის 14 აგვისტოს ბერად აღიკვეცა. 1993 წლის 19 აგვისტოს დიაკვნად აკურთეს ხოლო 1993 წლის 25 ოქტომბერს მღვდლად. 1994 წლის 10 ნოემბერს გახდა იღუმენი და ამავდროულად სიღნაღის სასულიერო სასწავლებლის რექტორი. 1995-1996 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორი იყო. 1996-1997 წლებში კი გაიარა რომის ორიენტალისტური ინსტიტუტი. 1998 წელს გახდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი. 1998 წლიდან 2002 წლამდე იყო საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების თავმჯდომარე. თბილისის მამა-დავითის ტაძარს წინამძღვრობდა 2000 წლიდან 2002 წლამდე. 2001 წლის 16 ივნისს გახდა არქიმანდრიტი. 2002-2003 წლებში სვეტიცხოვლის წინამძღვარი იყო. 2003 წლის 18 აგვისტოდან ეპისკოპოსად გამოარჩიეს და 30 აგვისტოს მოხდა კურთხევა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. მას ჩაბარდა დმანისის ეპარქია. ამავე წელს მეუფე ზენონი გახდა ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. 2004 წელს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ორდენით და ედიტერანიის ბერძნული სამიტროპოლიტოს ორდენით დააჯილდოვეს ათენში. 2005 წლიდან აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი გახდა, ხოლო 2009 წლიდან მეუფე ზენონს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაც ჩააბარეს. ამავე წელს გახდა გაერთიანებული სამეფოსი და ირლანდიის პან-ორთოდოქსული ეპისკოპალური ასამბლეის წევრი. 2010 წელს დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს ორდენით. 2011 წელს კი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხი.

კათედრა და რეზიდენცია: დმანისი, ლონდონი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]