ზენიტი

ზენიტი (ფრანგ. zenith < არაბ. سمت الرأس [zemt] — „გზა“) — წერტილი, რომელშიც დამკვირვებლის თვალიდან ვერტიკალურად ზევით გავლებული სხივი ცის სფეროს ზედაპირთან იკვეთება. ცის სფეროზე ზენიტის მოპირდაპირე წერტილს ნადირი ეწოდება.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზენიტი ჭეშმარიტი ჰორიზონტის მართობული მიმართულება შვეული ანუ ვერტიკალური მიმართულებაა. დამკვირვებლის ადგილიდან (თვალიდან) გავლებული ვერტიკალური მიმართულების გადაკვეთა ცის სფეროსთან გვაძლევს Z წერტილს, რომელსაც ზენიტის წერტილი ან უბრალოდ ზენიტი ეწოდება (სიტყვა არაბული წარმოშობისაა). ზენიტი პირდაპირ დამკვირვებლის თავს ზემოთ არის მოთავსებული.
თუ ZA მიმართულებას „ქვევით“ გაგრძელებულად წარმოვიდგენთ, მისი გადაკვეთით ცის სფეროსთან მივიღებთ წერტილს, რომელსაც ნადირის წერტილი ეწოდება.
ის, რაც ჩვენთვის ნადირის წერტილია, ჩვენი ანტიპოდისათვის ზენიტს წარმოადგენს. ჩვენი ზენიტი კი ჩვენივე ანტიპოდის ნადირის წერტილია.
ცხადია, რომ ზენიტი სხვადასხვა დამკვირვებლისათვის სხვადასხვა წერტილშია მოთავსებული. ასევე, ყოველ დამკვირვებელს თავისი ჰორიზონტი შეესაბამება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 513.