ზემო ჯოჭოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ჯოჭოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჯოჭოში. აგებულია შუა საუკუნეებში.

გათხრების შედეგად აღმოჩნდა მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევები რომელიც საძირკვლის ბოლომდეა მონგრეული. შემორჩენილია დასავლეთის, ჩრდილოეთის, და აღმოსავლეთის კედლის ნაშთები. ეკლესის აფსიდა კედელშია ჩასმული. ნაგებობას სამხრეთით და დასავლეთით ჰქონდა შესასვლელები. იგი ეკლესიის ძირი კარგადაა დაცული.ნაგებია გვერდებჩამოსწორებული კირქვის ქვებით. დაცულია სამი რიგი. საძვალეს ჰქონია ერთადერთი შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. მინაშენის გათხრებმა გვიჩვენა, რომ სხვადასხვა დროს 21 მიცვალებული ყოფილა ჩასვენებული. ჩანს, რომ საძვალე ფუნქციონირებდა მე-XI საუკუნიდან მე-XVI -XVII საუკუნეებამდე, ამ რეგიონში ოსმალთა გამოჩენამდე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26118