ზემო ხელჩუის მაცხოვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ხელჩუის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი,საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხელჩუაში. აგებულია შუა საუკუნეებში.

მდებარე ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით. შემორჩენილია აბსიდის ნაწილი 6-7 მეტრის სიმაღ-ლეზე, ჩრდილოეთი კედლის ფრაგმენტები კი 3-4 მეტრზე. სამხრეთი და დასავლე-თი კედელი მიწის დონემდეა ჩამონგრეული. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა, რომლის წირთხლის ქვებიღა ჩანს. ინტერიერი ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 108-109