ზემო წუბენის ვაკის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო წუბენის ვაკის ხატის ეკლესია — საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წუბენის მიდაობში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობს ნასოფლარ ბალოვანის დასავლეთით 2 კმ-ზე. ნაეკლესიარის მცირე ფრაგმენტების მიხედვით ძეგლი ქართული აგურითა და ყორექვით ყოფილა ნაშენი. ამჟამად ეკლესია სერიოზულადაა დაზიანებული. ტერიტორია დაფარულია ქვით, მიწით და ხშირი მცენარეულობით. იკითხება მხოლოდ საკურთხევლის მცირე ნაწილი ნახევარწრიული ნიშით. გაწმენდის გარეშე გეგმის მოხაზვა არ ხერხდება.

ეკლესიიდან 15 მეტრის დაშორებით ოთხკუთხა ნაგებობის კვალი ჩანს — ისიც დაფარულია მიწითა და მცენარეულობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 82