ზემო შუახევის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო შუახევის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო შუახევის თავში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანით. 1974 წელს, ძეგლზე სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ინსტიტუტის ნარეკვავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ლ. წითლანაძე). სადაზვერვო თხრილში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა და სხვადასხვა დროს აკრეფილი ნივთების (რელიებური ორნამენტით შემკული ორი ფუყე სამაჯური, ბრინჯაოს ცილინდრული გვერდჩაჭრილი ორი ზარაკი, მშვილდსაკინძის ნატეხი, სპილენძის კასრი, რომელშიც ეწყო სპილენძის ზოდები, ბრინჯაოს თოხი და ლაგმის ნაწილი, აგრეთვე თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და ბათქაშის ნაშთები) ნაწილი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ნაწილი - არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]