ზემო ყარაბულაღის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზემო ყარაბულახის ეკლესია)
ზემო ყარაბულაღი

ზემო ყარაბულაღის ეკლესია 2019 წელს

ზემო ყარაბულაღის ეკლესია — საქართველო
ზემო ყარაბულაღის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°25′01″ ჩ. გ. 44°05′52″ ა. გ. / 41.41694° ჩ. გ. 44.09778° ა. გ. / 41.41694; 44.09778
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი დმანისის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკა
თარიღდება X-XI სს.

ზემო ყარაბულაღის ეკლესია — X–XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულაღში.

ტაძარი დგას მდინარეების შავწყაროსწყლისა და თეთრწყაროსწყლის შესართავთან. გეგმით სწორკუთხა, ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ეკლესია. შიგა სივრცე სიგრძივი კედლებიდან ძლიერ გამოშვერილი კედლის სვეტებით (პილასტრებით) გაყოფილია სამ ნაწილად. სვეტებს შორის გადაყვანილი ისრისებრი თაღები ქმნიან ღრმა უბეებს. ჩუქურთმებით ძუნწად მორთული ფასადები შემოსილია ბაზალტის ქვით, შიგა პირი – შერეული წყობით. სამხრეთ კარის თავზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულნი არიან დავით და კვირიკე მეფეები.

ვიკიციტატა
„ქ. ად(ი)დ(ე)ნ ღ(მერთმა)ნ დავით მეფ(ე) და კ(ვირიკ)ე მეფე[1]

შენობის ზედა ნაწილს ემჩნევა შეკეთების კვალი. ირგვლივ სასაფლაო ყოფილა.

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რჩეულიშვილი ლ., ზურტაკეტის ველის ხელოვნების ძეგლთა დახასიათების საკითხისათვის, ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, გვ. 34-42, თბ., 1994
  • შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები, გვ. 76, თბ., 2012,
  • საქართველოს გამოჩენილი და საქმიანი ადამიანები, საქართველო, გვ. 184, თბ. 2015,

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6145

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]