ზემო ყანდაურის ყველაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ყანდაურის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყანდაურის ჩრდილო-დასავლეთით. ძეგლი განეკუთვნება XIX საუკუნეს.

ძეგლი ძლიერადაა დაზიანებული, სრულიადაა განადგურებული ეკლესიის სამხრეთ კედელი, ხოლო დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლები მხოლოდ 1.8-2 მეტრის სიმაღლემდეა შემორჩენილი, ეკლესიის შიდა სივრცეში ამოსულია მოზრდილი ხე.

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანნაა. ის დარბაზულია, სიგრძეში 7,7 და სიგანეში 4,5 მეტრი და მას არ გაააჩნია აფსიდი, ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვების არაწესიერი წყობებით. ძეგლის დასავლეთ და აღმოსავლეთ კელდებში ჩართულია საფლავის ლოდები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]