ზემო ყანდაურის სამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ყანდაურის სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყანდაურის ჩრდილოეთით, განაპირას. განეკუთვნება ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნას.

შემთხვევით აღმოჩენილი ორმოსამარხი შეისწავლა კახეთის არქეოლოგიის ექსპედიციამ. სამარხში აღმოჩნდა ივრისა და ალაზნის ქვემო წელისათვის დამახასიათებელი ბრინჯაოს მახვილი. ინახება საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]