ზემო ტბეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ტბეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ტბეთში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. ინტერიერში გრძივ კედლებს წყვილი პილასტრი აუყვება. აბსიდის ჩრდილოეთი ფრაგმენტი 50-სმ-ის სიმაღლეზეა გადარჩენილი, სამხრე-თი კედელი —1,5 მეტრზე. აბსიდს არა აქვს ჩრდილოეთი შვერილი, რადგან მოგვიანებით აქ გაიჭრა კარი. მისი ფუნქცია გაურკვეველია, მით უმეტეს, რომ ჩრდილოეთიდან არავითარი მინაშენის კვალი არ იკითხება. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში (კედლის ზედა ნაწილი მორღვეულია) და დასავლეთი კედლის ცენტრში — შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავული შესასვლელები იყო. დასავლეთის შესასვლელის თავზე სარკმელია, რომლისგანაც გადარჩა მხოლოდ ქვე-და ნაწილი.

ეკლესია ნაშენია ადგილობრივი ჯიშის, ღია მოყვითალო ფერის, ფლეთილი ქვით. ალაგ-ალაგ შერეულია რიყის ქვებიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 102-103