ზემო როკის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო როკის სასახლე — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო როკაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სასახლე ნაგებია ფიქალითა და ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. გადარჩა მხოლოდ გარეთა კედლები სამი სართულის დონეზე. წყობაში დატანებულია სარკმლები და სათოფურები. კარი დატანებულია აღმოსავლეთით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004