ზემო ნიჩბისის წმინდა გიორგის ნიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ნიჩბისის წმინდა გიორგის ნიშიარქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიჩბისში.

ერთმანეთის გვერდით ორი ნიშიქვა-სვეტი და მცირე ნაგებობაა აღმართული. არათანაბრად გათლილი, დაბალი სვეტის ერთ სიბრტყეზე ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული და მასზე მეორე ქვაა მიყრდნობილი. მისგან ცალ მხარეს დამტვრეული ქვევრის ნაშთი დევს. მეორე ნიში — მცირე ნაგებობა, მაღალი პროპორციისაა, ნაგებია ქვიშქვით, შელესილი და შეთეთრებულია. მას ბრტყელი კრამიტის ორქანობა სახურავი ხურავს. ცალ მხარეს, შუაში, მცირე ზომის, მეორე მხარეს კი უსწორმასწოროდ გამოჭრილი ორმაგი მართკუთხა ნიშია დატანილი. ერთიანი შეღრმავება ქვის თაროთია გამიჯნული. ერთ-ერთი ფტონრონის წვერზე, ლითონის თანამედროვე ჯვარია დამაგრებული. ნიშის სიახლოვეს დიდი ზომის ახალი ჯვარია აღმართული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 30946