ზემო ნიქოზის ღვთაების ტაძრის წარწერები
იერსახე
ზემო ნიქოზის ღვთაების ტაძრის წარწერები — ორი ძველი ქართული ასომთავრული წარწერა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის ღვთაების ტაძარზე.
პირველი წარწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარწერა ორსტრიქონიანია:
- წო სმო ზრა
- პრლეპკი შე [1]
ანუ:
- წმიდაო სამებაო, ზაქარია
- პირველეპისკოპოსი შეიწყალე
დახასიათება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პალეოგრაფიული თვალსაზრისით წარწერა არქაულია. შ ასოს ზემოთა რკალი შეკრულია, ასევე შეკრულია წ გრაფემის ორივე რკალი. ქარაგმის ნიშნები არ გვხვდება.
დათარიღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპეციალისტთა აზრით წარწერა V საუკუნისაა.
მეორე წარწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარწერა ამოკვეთილია საყდრის სამხრეთ ფასადზე. დაზიანებულია. წარწერა სამსტრიქონიანია:
- ...ეპი
- სკპზმნ აღვ
- შნე წჲ ეკლსჲ [2]
ანუ:
- ...ეპი–
- სკოპოზმან აღვ–
- აშჱნე წმიდაჲ ეკლესიაჲ
დახასიათება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პალეოგრაფიული თვალსაზრისით წარწერას ახასიათებს გრაფემების გაკუთხოვნება.
დათარიღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპეციალისტთა აზრით, წარწერა X საუკუნისაა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997, გვ. 5–98