ზემო ნაქალაქარის მესამე ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზემო ნაქალაქარის ნასოფლარი.

ზემო ნაქალაქარის მესამე ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნაქალაქარის სამხრეთით, 3 კილომეტრზე, საყდრისგორაზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. შემორჩენილია ათამდე გეგმით სწორკუთხა (8x4 მეტრი; 6x4 მეტრი; 5x3 მეტრი), ნასახლარი ბუდე. შენობები ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ჩანს კედლის წყობის 2-6 რიგი. შენობები ზურგით შეჭრილია მთის ფერდობში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]