ზემო მოხისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზემო მოხისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი,საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მოხისში. აგებულია შუა საუკუნეებში. ეკლესია ნაგები ფლეთილი ქვით, სქელ დუღაბზე. შემორჩენილი კედლების სიმაღლე დაახლ. 1 მეტრს აღწევს. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ჩრდილოეთით ნიშია მოთავსებული. ეკლესია მთლიანად ჩაქცეულია და იმის გამო, რომ ჩამონაშალი ქვითაა ამოვსებული, ზუსტი აღწერა-აზომვა ჭირს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 98