ზემო მაჩხაანის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო მაჩხაანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დედოლფისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში.

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია უმთავრესად წვრილ-წვრილი რიყის ქვითაა ნაგები, წიბოები კი ბრტყელი აგურითაა ამოყვანილი. აგურის ორ-ორი ზოლი გასდევს ფასადებსაც ჰორიზონტალური ხაზის გასასწორებლად. განირჩევა მშენებლობის ორი ფენა. თავდაპირველი, რომელიც შერეული წყობითაა ნაგები და ამჟამად სწორკუთხადშვერილ აფსიდს წარმოადგენს მცირე ბემითურთ — XI-XII საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს, რომელზეც XIX საუკუნის მეორე ნახევარში მიუდგამთ მცირე დარბაზი წყობის გადაუბმელად. შესასვლელი ტაძარს მხოლოდ დასავლეთ კედლის ცენტრში აქვს გაჭრილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11896