შინაარსზე გადასვლა

ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო კრიხის მთავარანგელოზთა ეკლესია — ეკლესია საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ ზემო კრიხში, მდინარე კრიხულის მარცხენა სანაპიროზე. ეკლესია აგებულია X საუკუნის ბოლოს და XI საუკუნის დასაწყისში. ნაგებია კარგად გათლილი ქვითა და კირით. 1884 წელს ეკლესია გაანახლეს და დასავლეთის მხრიდან წააგრძელეს.

ეკლესიას აქვს გამოსახულებები და წარწერები, გამოირჩევა ულამაზესი საფასადე დეკორით. ინტერიერში ისტორიული პერსონაჟების ფრესკებია, რომლებიც XI საუკუნის მხატვრულ ნიმუშებს წარმოადგენს. 2006 წელს შეტანილია ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სიაში (სააღრიცხვო ნომერი-2579).[1]

ეკლესია დაინგრა 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრის შედეგად. აღდგენილია 2008–2009 წლებში.

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.  გვ. 346.
  • ცინცაძე ვ., ზემო კრიხის ხუროთმოძღვრული ძეგლი, «ქართული ხელოვნება», 1963, №6. — გვ. 57-102.
  • ვირსალაძე თ., ზემო კრიხის ეკლესიის მოხატულობა, ქართული ხელოვნების ინსტიტუტის XX სამეცნიერო სესია, მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები, თბ., 1966. — გვ. 15-17.
  • ბერაძე თ., რაჭა, თბ., 1983. — გვ. 132–133.
  • ბოჭორიძე გ., რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994. — გვ. 157–165.