ზემო კაჭრეთის გორასამარხები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო კაჭრეთის გორასამარხები — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში, სოფლის სამხრეთით 300-400 მეტრზე. განეკუთვნება შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულს.

სარწყავი არხის მშენებლობის დროს, არხის გაყოლებით ორი მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ორი დაზიანებული სამარხი. ორივე შემთხვევაში შემორჩენილი იყო სამარხის ორმოს ჩრდილოეთ მცირე ნაწილი ამოვსებული მიწითა და ქვებით.ერთ-ერთი გორასამარხის ორმოში აღმოჩნდა თიხის 6 ჭურჭელი- სილანარევი წმინდა თიხისაგან დამზადებული ნაპრიალებზედაპირიანი და ოდნავ პირმოყრილი 4 ჯამის ფრაგმენტი, რომლებსაც მხრები შემკული ჰქონდა ორ კონცენტრულ ხაზს შორის მოქცეული,ერთი მეორის საპირისპიროდ მიმართული, მიჯრილი, ნაჭდევი ჯგუფებით შექმნილი წვერით, ქვევით მიმართული სამკუთხედებით ან ორ კონცენტრულ ხაზს შორის დატანილი ერთიმეორის საპირისპიროდ დახრილი პრიალა ხაზების ჯგუფებით, მოყავისფროდ გამომწვარი წვრილმარცვლოვანი თიხისგან დამზადებული ქოთანი, რომელსაც ყელის ძირში ერთი ამოღარული ხოლო მხარზე ერთი ტეხილი ხაზი შემოუყვება:კარგად განლექილი თიხისგან დამზადებული ჭურჭლის ფრაგმენტები, აღმოჩნდა აგრეთვე წვრილფეხა საქონლის ძვლები. მეორე გორასამარხში აღმოჩნდა ქვიშანარევი თიხისაგან დამზადებული ნაპრიალებზედაპირიანი, ერთი ქოთნის გვერდის ფრაგმენტები. ქოთნის მხარსა და მუცელს ამკობდა მოკლე ტეხილი ხაზების ჰორიზონტარული რიგებისგან შედგენილი წვერით ქვემოთ მიმართული სამკუთხედები. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]