შინაარსზე გადასვლა

ზემო ზიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ზიმა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი აჟარის მუნიციპალიტეტი
თემი ჩხალთა
კოორდინატები 43°06′31″ ჩ. გ. 41°37′47″ ა. გ. / 43.10861° ჩ. გ. 41.62972° ა. გ. / 43.10861; 41.62972
მოსახლეობა 30 კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ზიმა — საქართველო
ზემო ზიმა
ზემო ზიმა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ზემო ზიმა
ზემო ზიმა — აჟარის მუნიციპალიტეტი
ზემო ზიმა

ზემო ზიმა[1]სოფელი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტში (ჩხალთის თემი).[2] მდებარეობს მდინარე კოდორის ხეობაში, მდინარე ზიმას (კოდორის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 640 მეტრზე. გულრიფშიდან დაშორებულია 75 კილომეტრით.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[3]

სახელწოდება ზიმა ქართული წარმომავლობისაა, სვანურად „ზომას“ ნიშნავს.[4]

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 30 ადამიანი.[5]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1959[6][7] 140 --- ---
1989[8] 55 --- ---
2002[5] 30 20 10

ტერმინი ზიმა პირველად XIX საუკუნის 30-იანი წლებში ფიქსირდება წყაროებში (ა. ნორდმანი). 1930 წელს აჟარის სასოფლო საბჭოში შედიოდა.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (4 ოქტომბერი, 2024). ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2025
  2. მუნიციპალიტეტების რეესტრი
  3. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .
  4. პ. ცხადაია, ბ. ხორავა, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2017. — გვ. 89, ISBN 978-9941-461-55-2.
  5. 5.0 5.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  6. საკავშირო მოსახლეობის აღწერა 1959. სოხუმის რაიონი (თანამედროვე გულრიფშის ოლქის ჩათვლით). ციტირების თარიღი: 2013-03-01
  7. აფხაზეთის ასსრ ეთნიკური რუკა 1959 წ.. ციტირების თარიღი: 2013-03-01
  8. აფხაზეთის ეთნოლინგვისტური რუკები 1989 წ.. ციტირების თარიღი: 2013-03-01
  9. პ. ცხადაია, ბ. ხორავა, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2017. — გვ. 89, ISBN 978-9941-461-55-2.