ზემო ზახორის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ზახორის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია — გარდამავალი ხანის საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ზახორის სასაფლაოზე.

დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები.

გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში მასიური ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთით ერთი არქიტრავული ნიშაა. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი პილასტრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ნახევარწრიული სოლეაა.

გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. პირველ საფეხურებს კედლის თაღები ეყრდნობა, ხოლო მეორეს - ცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი. პილასტრები დასრულებულია მარტივი ფორმის კაპიტელებით.

დარბაზს ერთსაფეხურიანი ხარისხი შემოუყვება. ეკლესია ნათდება აღმოსავლეთის და სამხრეთის სარკმლებით. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. კარი ნაოთხალია.

ეკლესიის ინტერიერში იატაკი მიწაყრილია. დაზიანებულია კამარის საბრჯენი თაღი. კედლებში წარმოქმნილია ბზარები. საბურავი აყრილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 76