ზემო ზახორის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ზახორის ეკლესიის ნანგრევი — საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ზახორში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები, წყობა ქაოსურია.

დარბაზული ეკლესია გეგმით მართკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში შემორჩენილია სარკმლის კვალი.

ეკლესიის დანარჩენი კედლები შემორჩენილია 30 სმ-ის სიმაღლეზე. ინტერიერში და ეკლესიის გარშემო ამოსულია დიდი ზომის მცენარეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 75