ზემო დასავლეთის რეგიონი
| რეგიონი | |
|---|---|
|
ზემო დასავლეთის რეგიონი ინგლ. Upper West Region | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | Wa |
| შიდა დაყოფა | Daffiama Bussie Issa District, Jirapa Municipal District, Lambussie Karni District, Lawra Municipal District, Nadowli-Kaleo District, Nandom Municipal District, Sissala East Municipal District, Sissala West District, Wa East District, Wa Municipal District და Wa West District |
| კოორდინატები | 10°20′00″ ჩ. გ. 2°15′00″ დ. გ. / 10.33333° ჩ. გ. 2.25000° დ. გ. |
| ფართობი | 18 476 კმ² |
| მოსახლეობა | 901 502[1] კაცი (2021) |
| სიმჭიდროვე | 48,79 კაცი/კმ² |
|
| |
ზემო დასავლეთის რეგიონი (ინგლ. Upper West Region) — განის 16 რეგიონიდან ერთ-ერთი, პირველი დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ვა.
აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ზემო აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონებს, სამხრეთიდან სავანის რეგიონს, ჩრდილოეთიდან ბურკინა-ფასოს და დასავლეთიდან კოტ-დ’ივუარს.

1957 წლის 6 მარტს დიდი ბრიტანეთისგან განის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყოფილი ბრიტანული კოლონია ოქროს ნაპირის ჩრდილოეთი ტერიტორიები გახდა ჩრდილოეთი რეგიონი. 1959 წელს ჩრდილოეთის რეგიონის შემადგენლობიდან გამოიყო ზემო რეგიონი. იმავე წელს ზემო და ჩრდილოეთის რეგიონების შემადგენლობაში შევიდა ყოფილი კოლონია ბრიტანული ტოგოლენდის ჩრდილოეთი რაიონები. 1984 წელს ჩრდილოეთი რეგიონი გაიყო ზემო აღმოსავლეთის და ზემო დასავლეთის რეგიონებად.