შინაარსზე გადასვლა

ზემო აღმოსავლეთის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ზემო აღმოსავლეთის რეგიონი
ინგლ. Upper East Region
ქვეყანა განის დროშა განა
ადმ. ცენტრი Bolgatanga
შიდა დაყოფა Bawku Municipal District, Bawku West District, Binduri District, Bolgatanga East District, Bolgatanga Municipal District, Bongo District, Builsa North District, Builsa South District, Garu-Tempane District, Kassena Nankana Municipal District, Kassena-Nankana West District, Nabdam District, Pusiga District, Talensi District, Tempane District და Garu District
კოორდინატები 10°45′00″ ჩ. გ. 0°45′00″ დ. გ. / 10.75000° ჩ. გ. 0.75000° დ. გ. / 10.75000; -0.75000
ფართობი 8842 კმ²
მოსახლეობა 1 301 226[1] კაცი (2021)
სიმჭიდროვე 147,16 კაცი/კმ²

ზემო აღმოსავლეთის რეგიონი (ინგლ. Upper East Region) — განის 16 რეგიონიდან ერთ-ერთი, პირველი დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ბოლგატანგა.

დასავლეთიდან ესაზღვრება ზემო დასავლეთის რეგიონი, სამხრეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონი, ჩრდილოეთიდან ბურკინა-ფასო და აღმოსავლეთიდან ტოგო.

1957 წლის 6 მარტს დიდი ბრიტანეთისგან განის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყოფილი ბრიტანული კოლონია ოქროს ნაპირის ჩრდილოეთი ტერიტორიები გახდა ჩრდილოეთი რეგიონი. 1959 წელს ჩრდილოეთის რეგიონის შემადგენლობიდან გამოიყო ზემო რეგიონი. იმავე წელს ზემო და ჩრდილოეთის რეგიონების შემადგენლობაში შევიდა ყოფილი კოლონია ბრიტანული ტოგოლენდის ჩრდილოეთი რაიონები. 1984 წელს ჩრდილოეთი რეგიონი გაიყო ზემო აღმოსავლეთის და ზემო დასავლეთის რეგიონებად.

ზემო აღმოსავლეთის რეგიონის ადმინისტრაციული რუკა

1997 წელს რეგიონში დაარსდა სირიგუს ქალთა კერამიკისა და ხელოვნების ორგანიზაცია (ინგლ. Sirigu Women's Organisation for Pottery and Arts, SWOPA), რომელსაც ევროკომისიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების გენერალური დირექტორატის მიერ მიენიჭა ჯილდო კომუნიკაციების დარგში.[2][3][4]

  1. Citypopulation Ghana 2021
  2. EU Awards Sirigu Women Organisation For Pottery (UE/R) - Government of Ghana. ციტირების თარიღი: 2019-09-28
  3. Introducing our partnership with Sirigu Women Organisation of Pottery and Art ( SWOPA) (2019-03-03). ციტირების თარიღი: 2019-09-28
  4. Artsghana | Sirigu Women's Organization for Pottery & Art. ციტირების თარიღი: 2019-10-02