ზემო ავჭალის სამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ავჭალის სამარხი, ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. XI-X სს. ) ორმოსამარხი. 1927 წელს გათხარა გ. ნიორაძემ. სამარხში დაკრძალული ქალი (გამთხრელის აზრით, იგი მჯდომარე დაუმარხავთ), მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა ბრინჯაოს ბოლოკვეთილი მახვილი, ბეჭდები და ღილაკები, რკინის შუბისპირი და სატევარი, კერამიკული დოქი, ლანგარი, ჯამი და 2 კოჭობი, სარდიონის, კვარცისა და მინის მძივები. ნივთები დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაგოშიძე ი.,ქსე, ტ. 4, გვ. 506, თბ., 1979