ზემოლისის ეკლესიის წარწერა
იერსახე
ზემოლისის ეკლესიის წარწერა — ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერა ქარელის მუნიციპალიტეტის ზემოლისის ციხის (1991 წლამდე შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზნაურის რაიონში) ეკლესიაზე. წარწერა ამოღარულია ეკლესიის სამხრეთის კარის თავზე.[1][2]
წარწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარწერა ხუთსტრიქონიანია:
- ნებითა ღმრთისაჲთა
- მე ფბრნია თოალოისა ასოლმნ
- აღვაშენე წა ესე ეკლესია ვკთხ
- საფარველად ძმისა ჩემისა აბლთ
- ...
ანუ:
- ნებითა ღმრთისაჲთა
- მე ფებრონია, თუალოისა ასულმან
- აღვაშენე წმიდა ესე ეკლესია, ვაკურთხ[ე]
- საფარველად ძმისა ჩემისა აბულეთ–
- ის[ა]
დახასიათება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარწერას ახასიათებს /უ/–ს ო–თი გადმოცემა. ყურადღებას იქცევს ჲ–ს კლება სახელობითში (წმიდა ესე ეკლესია), რაც ცოცხალ მეტყველებას ასახავს. საინტერესოა საკუთარი სახელი თუალა.
დათარიღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნ. შოშიაშვილის აზრით წარწერა X საუკუნისაა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997, გვ. 5–98