ზეინ ემორი
| ზეინ ემორი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების სახელი | როდნი ზეინ ემორი |
| დაბადების თარიღი |
3 ივნისი, 1998 (27 წლის) მაკმინვილი, ორეგონი, ა.შ.შ |
| საქმიანობა | |
| აქტიური | 2009-დღემდე |
ზეინ ემორი (დ. 3 ივნისი, 1998) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. იგი ცნობილია ჯეი სი სპინკის როლით ABC-ის სიტკომში „The Goldbergs“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზეინ ემორი მაკმინვილში (ორეგონი) დაიბადა. ემორი მსახიობობით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა. დაწყებით სკოლაში სწავლისას, 2007 წელს მან მოიპოვა „Gallery Theater Award“ ნომინაციაში „საუკეთესო ახალგაზრდული დებიუტი“, ხოლო 2008 წელს გახდა ორეგონის შტატის ორგზის ჩემპიონი ნიჭიერ ახალგაზრდათა შოუში — „Youth Focus“. მისი ეკრანული დებიუტი თერთმეტი წლის ასაკში შედგა, 2009 წელს, სერიალ „Criminal Minds“ ერთ-ერთ ეპიზოდში. ამის შემდეგ ემორიმ როლები მიიღო ისეთ შოუებში, როგორიცაა „Desperate Housewives“, „Ghost Whisperer“ და „CSI: Miami“. 2010 წელს იგი ასევე შეუერთდა მუსიკალური კომედიური შოუს — „I'm in the Band“-ის სამსახიობო გუნდს, სადაც ჩარლზ „ჩაკი“ ალბერტსონის როლს ასრულებდა. ამ როლისთვის ემორიმ 2011 და 2012 წლებში მოიპოვა „ახალგაზრდა არტისტის პრემია“.[1][2] 2014 წელს იგი ასევე იყო ნომინირებული ჯილდოზე სერიალებში — „Shake It Up“ და „A.N.T. Farm“ შესრულებული როლებისთვის.[3]
ტელევიზიის გარდა, ემორი რამდენიმე სრულმეტრაჟიან ფილმშიც გამოჩნდა. მისი კინოდებიუტი 2011 წელს შედგა რომანტიკულ კომედიაში „Crazy, Stupid, Love“, სადაც მთავარ როლებს სტივ კარელი, რაიან გოსლინგი და ჯულიანა მური ასრულებენ. ამის შემდეგ იგი გამოჩნდა სხვა ფილმებშიც, როგორიცაა „Little Loopers“ და „Maximum Ride“. 2016 წლიდან ემორის ჰქონდა რამდენიმე განმეორებადი როლი ისეთ შოუებში, როგორიცაა „24: Legacy“, „Supergirl“, „Runaways“, „Crazy Ex-Girlfriend“ და „The Rookie“.[4] 2015 წელს იგი დამტკიცდა ჯეი სი სპინკის როლზე ABC-ის სიტკომის, „The Goldbergs“, მეორე სეზონისთვის, სადაც მან კუპერ როტი შეცვალა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 33rd Annual Young Artist Awards. YoungArtistAwards.org. ციტირების თარიღი: March 31, 2012
- ↑ 32nd Annual Young Artist Awards. YoungArtistAwards.org. ციტირების თარიღი: March 31, 2012
- ↑ 35th Annual Young Artist Awards. Young Artist Awards. ციტირების თარიღი: March 30, 2014
- ↑ „Fox's '24: Legacy' Adds Pair to Cast“. The Hollywood Reporter. March 9, 2016.