ზეინალ ჯაბარზადე
| ზეინალ ჯაბარზადე | |
|---|---|
| აზერ. Zeynal Cabbarzadə | |
| დაბადების თარიღი | 31 დეკემბერი, 1920 |
| დაბადების ადგილი | ბაქო |
| გარდაცვალების თარიღი | 20 იანვარი, 1977 (56 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
| საქმიანობა | პოეტი, მწერალი და პუბლიცისტი |
| ენა | აზერბაიჯანული ენა |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი |
| ჟანრი | ლირიკა, ლექსი და narrative poetry |
| ჯილდოები | Honored Culture Worker of the Azerbaijan SSR და მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“ |
ზეინალ ალაბას ოღლუ ჯაბარზადე (აზერ. Zeynal Əlabbas oğlu Cabbarzadə, დ. 31 დეკემბერი, 1920, ბაქო — გ. 20 იანვარი, 1977, ბაქო) — აზერბაიჯანელი საბჭოთა პოეტი და პუბლიცისტი.
მას მიენიჭა აზერბაიჯანის სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება (1970).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზეინალ ჯაბარზადე დაიბადა 1920 წლის 31 დეკემბერს მეზღვაურის ინტელიგენტურ ოჯახში, ქალაქ ბაქოში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, იჩერი-შეჰერის ციხესიმაგრეში. (სახლი მცირე ციხესიმაგრის ქუჩაზე, სადაც ჯაბარზადე დაიბადა და ცხოვრობდა, დაინგრა 50-იან წლებში. ის მდებარეობდა მეტროს სადგურ „იჩერი-შეჰერის“ უკან, ძველ ქალაქში შესასვლელთან, ამ ადგილას გაშენებულია ბაღი და დგას ალიაღა ვაჰიდის ძეგლი).[1] საშუალო სკოლის დამთავრების და პროფესიულ სასწავლებელში მიღებული განათლების შემდეგ, ჯაბარზადე 1937 წელს ჩაირიცხა პედაგოგიური ინსტიტუტის ლიტერატურის ფაკულტეტზე. იმავე წელს გაზეთში გამოქვეყნებული ლექსი „პუშკინი“ მის პირველ გამოცემულ ნაწარმოებად ითვლება.[2] 1941 წელს ზეინალ ჯაბარზადემ დაამთავრა ლენინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი და გაემგზავრა შემახაში, რათა ლექსის იუბილესთან დაკავშირებით, მიხეილ ლერმონტოვის პოემა „იზმაილ-ბეი“ აზერბაიჯანულ ენაზე ეთარგმნა. შემახაში პოეტი დიდ სამამულო ომს შეესწრო. ჯაბარზადე გაგზავნეს სოხუმის სამხედრო სასწავლებელში, ხოლო უკვე 1942 წელს, უფროსი ლეიტენანტის წოდებით, ზეინალ ჯაბარზადე ფრონტზე აღმოჩნდა. 1942 წლის ბოლოს, აზერბაიჯანში ჩამოყალიბებული 416-ე წითელდროშოვანი ტაგანროგის მსროლელი დივიზიის შემადგენლობაში, მონაწილეობდა ბრძოლებში მოზდოკის მისადგომებთან. ერთ-ერთ ბრძოლაში, მის გვერდით აფეთქდა ბომბი და ჯაბარზადემ მძიმე კონტუზია მიიღო. უგონო მდგომარეობაში ის საველე ჰოსპიტალში, დუგლასში გადაიყვანეს. სწორედ აქ შემთხვევით დაინახა ის მისმა მეგობარმა, პოეტმა აჰმედ ჯამილმა, რომელმაც მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ ევაკუაცია. ორი საათის შემდეგ დუგლაში დაიბომბა. ზეინალ ჯაბარზადე ყოველთვის ამბობდა, რომ „თავისი სასწაულებრივი გადარჩენისთვის მადლიერი იყო აჰმედ ჯამილის“.[1]

ზეინალ ჯაბარზადე ათი წლის განმავლობაში სერიოზულად მკურნალობდა. მას არ ჰქონდა სმენა და არ შეეძლო ლაპარაკი. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, პოეტი განაგრძობდა შემოქმედებით საქმიანობას. 1943 წელს იგი აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის რიგებში მიიღეს. 1947 წელს მის სიტყვებზე სეიდ რუსტამოვის მიერ დაწერილმა სიმღერამ „სურაია“ აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემია მიიღო. ეს იყო ახალგაზრდა პოეტის პირველი პრემია, რომელიც მას კომპოზიტორმა უზეირ ჰაჯიბეკოვმა გადასცა. ეს სიმღერა, რომელიც მიეძღვნა ბამბის მწარმოებელს, სოციალისტური შრომის გმირს, გმირი დედის წოდების მქონე სურაია ქერიმოვას,[3] ფართოდ გახდა ცნობილი. მას ასრულებდნენ ისეთი მომღერლები, როგორებიც იყვნენ რაშიდ ბეიბუთოვი და შოვქეთ ალექპეროვა.[1]
ჯაბარზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, მან მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირის დაქვემდებარებაში არსებულ ლიტერატურულ ფონდში. 1967 წელს ჯაბარზადე მიიღეს სსრკ მწერალთა კავშირის რიგებში. 60-იან წლებში ის რესპუბლიკაში ცნობილი იყო, როგორც პოეტი-სიმღერების ავტორი. მის ნაწარმოებებზე მუსიკა დაწერეს ისეთმა კომპოზიტორებმა, როგორებიც არიან: სეიდ რუსტამოვი, ჯაჰანგირ ჯაჰანგიროვი, ემინ საბითოღლუ, ვასილი სოლოვიოვ-სედოი. ჯაბარზადეს სიტყვებზე დაწერილ სიმღერებს ასრულებდნენ ბულბიული, რაშიდ ბეჰუთოვი, შოვქათ ალექპეროვა, აღაბაჯი რზაევა, ლუთფიარ იმანოვი, ფიდან კასიმოვა და ხურამან კასიმოვა.
ზეინალ ჯაბარზადე არის ასევე სიმღერების ტექსტების ავტორი ისეთი კინოფილმებიდან, როგორიცაა: „ზღვის დამპყრობნი“ , „საბუჰი“, „დედინაცვალი“, „შეიძლება თუ არა მისი პატიება?“, „ტელეფონისტი ქალი“, „შეხვედრა“; „ქოროღლი“; „ბაქოში ქარები ქრიან“; „რომეო – ჩემი მეზობელი“. ასევე, ზეინალ ჯაბარზადე არის ოპერეტების ტექსტების ავტორი.
ამის გარდა, დაახლოებით ოცდაათი წლის განმავლობაში ზეინალ ჯაბარზადე საბავშვო ჟურნალ „პიონერის“ მთავარი რედაქტორი იყო.[1] ცნობილია მისი ისეთი პოემები, როგორებიცაა: „სავანე“ (1946), „ლექსები“ (1949), „მოდის გაზაფხული“ (1951), „დნეპრის ნაპირზე“ (1955), „ოცნებები“ (1957), „ჭადარი“ (1958).[4]
ზეინალ ჯაბარზადე არის ავტორი ისეთი წიგნებისა, როგორებიცაა „ოცნებები“, „დნეპრის ნაპირზე“, „თქვენი ხმები“, „ენდეთ ჩემს სიტყვას“, „არ დავღლილვარ“,[5] „ახალგაზრდობის სახლი“ [11],[6] „მაპატიეთ“,[7] რომლებიც გამოიცა აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.
მისი პირველი წიგნი, „ხანიმალი“, გამოიცა 1946 წელს.[2] ამ წიგნში შეკრებილი იყო პოეტის ფრონტის მოგონებები. ჯაბარზადის სიცოცხლეში გამოიცა მისი 13 წიგნი. მისი გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა პერიოდში გამოიცა მისი 3 წიგნი, ხოლო აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის წლებში, 2005 წელს გამოქვეყნდა „რჩეული ნაწარმოებები“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2004 წლის 12 იანვრის განკარგულების საფუძველზე „აზერბაიჯანულ ენაზე ლათინური გრაფიკით მასობრივი გამოცემების განხორციელების შესახებ“).[2]
ზეინალ ჯაბარზადე გარდაიცვალა 1977 წლის 20 იანვარს.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წელს მუღამის თეატრში ზეინალ ჯაბარზადეს შემოქმედებითი საღამო გაიმართა.[1]
2007 წელს, პუშკინის ქუჩა 12/14-ის მისამართზე, ზეინალ ჯაბარზადეს პატივსაცემად მემორიალური დაფის საზეიმო გახსნა შედგა. ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი აბულფაზ გაიბოვი და აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ანარი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებულების თანახმად, რომელიც აზერბაიჯანული კულტურისა და ხელოვნების მემკვიდრეობის შენარჩუნებას ეხებოდა, გამოიცა წიგნი, რომელშიც ზეინალ ჯაბარზადეს სახელი აზერბაიჯანის გამორჩეული შემოქმედებითი პიროვნებების სიაში ერთ-ერთი პირველი იყო.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 Вугар Иманов., 90-летие Зейнала Джаббарзаде(რუსული), Vətən, 2010, № 22 (70).
- 1 2 3 Flora Xəlilzadə., Nəğməkar şair(აზერბაიჯანული), Azərbaycan, 25 декабря 2010, გვ. 7.
- ↑ Аскер Зейналов., Эриванская интеллигенция, Б.: Мутарджим, 2011. — გვ. 131, ISBN 978 9952 28 066 1.
- ↑ Джабарзаде Зейнал, Б.: Писатели Советского Азербайджана, 1959. — გვ. 60.
- ↑ Джабарзаде Зейнал. Я не устал. Стихи и поэмы., Б.: Детюниздат, 1959.
- ↑ Джабар-заде Зейнал. Дом юности. [Стихи]. Пер.: А. Ойслендер., Молодежь Азербайджана, 1978, 18 мая.
- ↑ Джабарзаде, Зейнал. Простите меня. Стихи и поэмы. [Для сред. и старш. школьного возраста]., Б.: Азернешр, 1965. — გვ. 124, 7000 ეგზ.