ზეინალაბდინ თაღიევის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზეინალაბდინ თაღიევის სასახლე
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანი
არქიტექტორი იოსებ გოსლავსკი

ზეინალაბდინ თაღიევის სასახლე მდებარეობს ბაქოში, თაღიევის ქუჩა №4 (ყოფილი გორკის ქუჩა 6). ადრე ეკუთვნოდა ცნობილ ბაქოელ მილიონერ ზეინალაბდინ თაღიევს. დღეს შიგნით განლაგებულია აზერბაიჯანის ისტორიის ეროვნული მუზეუმი. შენობა აღიმართა 1893-1902 წლებში სამოქალაქო ინჟინერის იოსებ გოსლავსკის მიერ. სასახლე იყო თაღიევის საჩუქარი საკუთარი მეუღლის - სანა ხანუმისათვის. შენობა იკავებს ძველი ქალაქის ცენტრალური ნაწილის მეოთხედს და გააჩნია პლანირების ძველებური სტრუქტურა. სიმეტრიული ფასადი აშენებულია იტალიური რენესანსის სტილში. სასახლის მშენებლობის დროს გამოყენებულ იქნა სხვადასხვა არქიტექტური სტილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაგიევის სასახლე 1950 წელს

თაღიევი იყო გოსლავსკის არქიტექტურული სამუშაოების შემკვეთი. ამ სამუშაოების ნიმუშებია: თაღიევის სასახლე, გოგონების მუსულმანური სკოლის შენობა, თაღიევის ვილა მარდაქანში, თაღიევის კავკასიის საქსოვი ფაბრიკის შენობა. გოსლავსკი ასევე იღებდა მონაწილეობას საცხოვრებელი სახლის პროექტირებაში, რომელიც აშენდა ზარიფა ალიევას (ყოფილი მერკურიევის ქუჩა) ქუჩის კუთხეში, სადაც აშენდა ზეინალაბდინ თაღიევის თეატრი. ასე, ბაქოს ცენტრი, იქცა არქიტექტორის ნამუშევართა კომპლექსად.[1]

ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევი

მშენებლობა დაიწყო 1895 წელს. რუსეთიდან და დასავლეთ ევროპიდან ჩამოტანილი იქნა მასალები, რომელიც გამოყენებულ იქნა მშენებლობაში, ასევე დანადგარები, ავეჯი, ჭაღები და ინტერიერი, ასევე მოწვეულნი იყვნენ უცხოელი ხელოსნები და მხატვრები. თაღიევის სასახლის მშენებლობის დროს ინჟინრებად, არქიტექტორებად, ხელოსნებად მუშაობდნენ 270 კაცი. მშენებლობა დასრულდა 1901 წელს. სასახლის შიდა მოწყობილობა ექსპორტირებული იქნა რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან. სასახლეში მოწყობილი იქნა გათბობისა და კონდინციონირების სისტემები.სასახლის კოლონები მორთული იქნა სარკისებური ალმასებით და ფერადი ბოთლებით, იატაკი კი მორთული იყო რუსეთიდან ჩამოტანილი არყის ხის ფიცრებით. გერმანიიდან ჩამოიტანეს ავეჯი, ამერიკიდან ნახატები და ფარდები. შენობაზე დაიხარჯა 1,2 მილიონი რუბლი (ავეჯისა და მოწყობილობების იმპორტის გარდა).[2]

1920 წლის აპრილში ბოლშევიკებმა, რომლებმაც მოიპოვეს ძალაუფლება აზერბაიჯანში, ჩაიგდეს ხელში თაღიევის სასახლე. 1921 წლიდან აქ მდებარეობს აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმი.

სასახლის რეკონსტრუქცია რამდენჯერმე მოხდა.

ინტერიერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლეში კარები დამზადებულია ლიმნის ხისგან, ხოლო შპალიერი ნამდვილი ტყავისგან. სასახლის პარკეტის შესაქმნელად გამოიყენებოდა 6 სახეობის ხე. სარკეების ჩამოიტანეს საფრანგეთიდან, ვენეციაში დამზადდა ფანჯრები. სასახლეში 9 ოთახია: თაღიევის ოფისი, აღმოსავლეთის დარბაზი, ბიბლიოთეკა, ბილიარდის ოთახი, სასადილო ოთახი, კაბინეტი, სონა ხანუმ თაღიევას ბუდუარი, საძინებელი, მოსასვენებელი ოთახი. აღმოსავლეთის დარბაზი გამოირჩევა სილამაზითა და ბრწყინვალებით. აქ დამონტაჟებულია მოჩუქურთმებული მაგიდები და სკამები აღმოსავლური ორნამენტებით, ფორტეპიანოებით, სკამებით და ა.შ. ბიბლიოთეკა შეიცავს მოქსოვილი ავეჯის კომპლექტს, აბრეშუმის სავარძლებს, ორი ხის მაგიდას, სკამებსა და ბუკლეტებს. ბუკლეტები შეიცავს რუსეთის იმპერიის კანონების კოლექციებს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бакинские архитекторы XIX-XX вв. стр 193
  2. История Дворца დაარქივებული 2017-07-12 საიტზე Wayback Machine. azhistorymuseum.az